18 სექტემბერი, 2015
წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსის წრის მიხედვით - დასვით შეკითხვა და თვალდახუჭულმა დადეთ წრეზე ბეჭედი
წრე, რომელზეც ციფრებია გამოსახული, მაგიურია. დახუჭეთ თვალები, დასვით შეკითხვა და ნებისმიერი საგანი (უმჯობესია, ბეჭედი დადეთ წრეზე. რიცხვი, რომელზეც ბეჭედი აღმოჩნდება, პასუხია თქვენს შეკითხვაზე.
პასუხები:

1. დიახ. თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ფარ-ხმალს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არ ყრიან. ამიტომაც ნუ აარიდებთ თავს ნურანაირ პრობლემას, თქვენ გაქვთ საოცარი გამძლეობისა და მოთმინების უნარი. წარმატება გელით. ენდეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.

2. დიახ. მაგრამ ახლა არა, მომავალში. ვიღაც თქვენს გზაზე დგას და ცდილობს, აგირიოთ კარტები. ნუ აღიქვამთ
მას ზედმეტი სერიოზულობით. მაგრამ ბოლომდეც ნუ მოადუნებთ ყურადღებას. მოერიდეთ კონფრონტაციებს. ეცადეთ, მონახოთ პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტილება.

3. დიახ. უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. თუკი კეთილგონიერად გამოიყენებთ თქვენს ენერგიას და წვრილმანებზე არ დახარჯავთ დროს, ყველანაირი უპირატესობა თქვენს მხარეს აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში იქონიეთ მოთმინება და გამძლეობა როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე სხვების.

4. დიახ. იღბალი კარს მოგდგომიათ. ამიტომაც არ გაქვთ არანაირი მიზეზი, ეჭვი შეიტანოთ თქვენი სურვილის ასრულებაში. წარმატება დიდი ხანია თან გდევთ. დატკბით ამ ბედნიერი დღეებით.

5. აბსოლუტური სიზუსტით. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ სხვის აზრს და ამიტომაც თითქოს ხელიდან უშვებთ სასიკეთო მომენტს. ნუ აჭიანურებთ, აჩვენეთ ყველას, რომ ამის შემდეგ ყველა უნდა შეგითანხმდეთ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ.

6. ყველაფერი იმაზე რთულად იქნება, ვიდრე მოელოდით. არასწორი გზით მიდიხართ. მოუსმინეთ თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი, ერთგული ადამიანის რჩევას და ნუ გექნებათ ტყუილი მოლოდინი.

7. საკითხი ჯერჯერობით გადაუწყვეტელია. მიეცით საკუთარ თავს დრო და ნუ ჩაიდებთ თავში ჯერ მოუმწიფებელ აზრებს. შეეცადეთ დატკბეთ დღევანდელი დღით. ყველაფერი თანდათან მოგვარდება. თუკი ეს ყველაფერი მაინც ძალიან გადარდებთ, მიმართეთ მაგიურ წრეს ერთი კვირის შემდეგ.

8. ფრთხილად
. ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. ზოგიერთ საქმეში დაიცავით გარკვეული დისტანცია. იყავით ფრთხილად, რათა მომავალში იმედგაცრუება არ ნახოთ.

9. აუცილებლად
. მაგრამ დახმარების გარეშე ვერ მოახერხებთ. ესაუბრეთ უახლოეს მეგობარს თქვენს პრობლემებზე და იმაზე, რაც გაწუხებთ. ის გვერდიდან და უფრო ფხიზლად შეაფასებს სიტუაციას.

10. დიახ. მაგრამ ნუ მისცემთ საშუალებას ხალხს შეგიყვანონ შეცდომაში. გამოიჩინეთ მეტი თავდაჯერებულობა და მაშინ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაიფიქრეთ. ამჯერად კი შეგიძლიათ მთლიანად საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ნუ შეშინდებით, იმედგაცრუების ნატამალიც არ გექნებათ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS