16 სექტემბერი, 2015
ხალხისგან მივიწყებული ინდიელი შამანების უებარი წამლები
1. ლუცერნა

ხსნის მომნელებელი სისტემის პრობლემებს და გამოიყენება, როცა ორგანიზმის სისხლის ეფექტურად მიწოდება ესაჭიროება.
თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება ართრიტის, ნაღვლის ბუშტისა და თირკმლის სამკურნალოდ. აძლიერებს ძვლებსა და იმუნურ სისტემას.

2. ალოე

ალოეს მსხვილი ღერო შეიცავს სითხეს, რომელიც გამოიყენება დამწვრობის, მწერის ნაკბენისა და სხვა ჭრილობების მოსაშუშებლად.

3. ფუტკრის მტვერი

თუ ფუტკრის მტვერს საჭმელს შეურევთ, ეს შეგმატებთ ენერგიას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და გესმარებათ საჭმლის გადამუშავებაში.

4. ფიჭა

დამწვრობისგან ან მწერის ნაკბენისგან დანატოვარ ჭრილობას არჩენს. გამოიყენება გარეგანი და არა შინაგანი მოხმარებისთვის.

5. მაყვალი

მაყვლის
ქერქი, ფესვები და ფოთლები უნდა დაფქვათ და შეურიოთ ჩაის. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, დაგეხმარებათ დიარეას მკურნალობისას, ორგანიზმში აფერხებს ანთებით პროცესებს.
ანგინის შემთხვევაში შეგიძლიათ პირშიც გამოივლოთ.

6. წიწიბურა

ამ მცენარის თესლი წვნიანისა და ფაფების მოსამზადებლად გამოიყენება. ორივე შემთხვევაში, წიწიბურა ამცირებს სისხლის წნევის დონეს, ამსუბუქება დიარეას და ეხმარება სისხლის მიწოდებას.

7. გვირილა

გვირილას ფოთლებითა და ყვავილებით ამზადებენ ჩაის, რაც ეხმარება მონელებასა და გულისრევის შეგრძნების დროს.

8. შოთხვი

შოთხვის ნაყოფს მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებდნენ:
გაციება, ხველა, გულისრევა, შინაგანი ორგანოების ანთების თუ დიარეას დროს. ასევე დამწვრობისა და ჭრილობების სამკურნალოდ.
მაგრამ გახსოვდეთ, დიდი რაოდენობით შოთხვის მოხმარება შესაძლოა საწამლავად გადაიქცეს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ სამკურნალოდ.

9. ევკალიპტი

ევკალიპტის კარაქი, ფოთლები და ფესვები გამოიყენება ხველის სამკურნალოდ. ხველის საწინააღმდეგო სიროფების უმრავლესობა სწორედ ევკალიპტის შემცველია.

10. ჟენშენი

სამყაროში არ არსებობს კულტურა, რომელსაც ჟენშენის სასწაულმოქმედების შესახებ არ გაეგოს.
მკურნალობენ ქრონიკული დაღლილობისა და სუსტი იმუნური სისტემის დროს. კურნავს ღვიძლსა და ფილტვებს. სამკურნალოდ ჟენშენის ღეროები და ფოთლებიც აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა მისი ფესვები ბევრად ეფექტურია.


ანა ვერძაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS