როცა ნეგატიურ ემოციას უშვებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მზად ხართ პირად ემოციებს თვალი გაუსწოროთ.
ცრემლები არ ნიშნავს იმას, რომ არ იცით როგორ მოიქცეთ, პირიქით ამით ამტკიცებთ, რომ გაქცევას არ აპირებთ. ჯერ იტირებთ, მერე კი ყველას დაუმტკიცებთ რაც შეგიძლიათ.
2. არ გაღელვებთ სხვისი აზრი
ჩვენს დროში ადამიანი იშვიათად ბედავს ცრემლების დემონსტრირებას. ზედმეტად სტრუქტურირებულ სამყაროში ვცხოვრობთ და გრძნობების საჯაროდ გამოხატვას ერიდებიან. თუმცა სულ ტყუილად, რადგან სწორედ ცრემლები გაქცევთ ნამდვილ ადამიანად.
3. ცრემლები განთავისუფლებთ სუნთქვის შემკვრელი გრძნობებისგან
რეგულარული ცრემლები გაგანთავისუფლებთ და მოგიხსნით დაძაბულობას.
4. ცრემლები გაჯანსაღებთ
როცა ტირით, სხეული აქტიურად გამოყოფს კარგი შეგრძნებების ჰორმონებს. შფოთი და სტრესი მალე გაგივლით. გაგიუმჯობესდებათ აზროვნება, თავს მსუბუქად იგრძნობთ.
ადამიანს რომ ტირილი არ შეეძლოს, მისი ჯანმრთელობა ბევრად გაუარესდება.
5. საკუთარი გრძნობების გამოხატვით სხვებს დაძაბულობას უხსნით
ადამიანების უმრავლესობას ემოციის გამოხატვა იმ მიზეზით უჭირს, რომ დამოკიდებულია სხვის აზრზე. მაგრამ ტირილი ამ პრობლემის დაძლევაში ეხმარება.
ზოგი საკუთარ ემოციებს ბლოკავს, რადგან განკითხვის ეშინია. თუ გარშემომყოფები ერთხელ მაინც გიხილავთ მტირალს, გრძნობების გამოხატვის აღარ შეეშინდებათ.
ანა ვერძაძე