
ტერი გილიამის ფილმები მაშინაც კი საინტერესო საყურებელია, როცა საინტერესო არ არის. "თორმეტი მაიმუნი" სიურეალისტური შინაარსის ფილმი, მოულოდნელად და უჩვეულოდ ვითარდება. არ ჰგავს ჰოლივუდურ ბლოგბასტერებს.
11:14

ეს ნამდვილი ცხოვრებისეული ტრეილერია. ყველა სერიოზულად თამაშობს, თუმცა შეუძლებელია არ გაგეცინოს. მოვლენების მოულოდნელი განვითარება და შემკვრელი კომპოზიციები ფილმს უფრო საინტერესოს ხდის.
პეპლის ეფექტი

საინტერესო და არაპროგნოზირებადი ფილმი, სევდით, სისასტიკით, იმედგაცრუებით სავსე. სადღაც სიღრმეში თუ იპოვით ბედნიერებას. მაგრამ მანამდე რთული და ტკივილით სავსე გზის გავლა მოგიწევთ, მზად უნდა იყოთ
იდენტიფიკაცია

შესანიშნავი გამოუცნობი ტრეილერი. ფილმის დასასრულს წინასწარ ვერ განჭვრეტთ. მუდმივი დაძაბულობა და შეუჩერებელი წვიმა - რეჟისორი და სცენარისტი შესაფერის გარემოს არაჩვეულებრივად ქმნიან. ამ ყველაფერს კი შესანიშნავი სამსახიობო ჯგუფი ავსებს.
საწყისი კოდი

რაც მეტხანს უყურებთ ფილმს, მით უფრო მეტად რწმუნდებით მის უნიკალურობასა და ფილოსოფიურ აზრში. იპყრობს თქვენს ყურადღებას. საქმე მხოლოდ ალტერნატიულ რეალობასა და წარსულში არ არის, სადაც ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვისაა, რომ მომენტის მნიშვნელობას ჩაწვდეთ.
ყუთი

ფილმი ბევრ ფილოსოფიურ კითხვას გაგიჩენთ. ისტორია ყუთზე და მის იდუმალ მფლობელზე - იგავს ჰგავს, რომელშიც ერთაზროვანი მორალური სამართალი არ არის. ყუთებში ვცხოვრობთ, მანქანებიც ბორბლებიანი ყუთია და როცა გარდავიცვლებით, უკანასკნელ ყუთში გვათავსებენ.. თქვენ დააჭერდით ღილაკს?
ოლდბოი

უნიკალური და ხარისხიანი ფილმის ნიმუში, რომელსაც სამხრეთ კორეაში თუ გადაიღებდნენ. რეჟისორი - პაკ ჩხან უკი გადმოსცემს, რომ ცხოვრება ჭადრაკს ჰგავს - თუ ერთ დაუფიქრებელ შეცდომას დაუშვებ, წააგებ. ყოველი სიტყვა, ნაბიჯი და საქციელი წინასწარ უნდა გათვალო. ღრმა ფილოსოფიური ჩანაფიქრი და მსახიობების პროფესიონალიზმი ფილმის ყურებას გაიძულებთ.
შავი გედი

სრულყოფილი ფილოსოფიური დრამა, კარგი ატმოსფეროთი, მსახიობების კარგი შესრულებით, კარგი მუსიკითა და სხვადასხვა ემოციების გაერთიანებით. ნატალი პორტმანის არაჩვეულებრივი შესრულება, სადაც მისი გმირი საკუთარ თავს კითხვას უსმევს: "რა უფრო მნიშვნელოვანია - ფსიქიკური სტაბილურობა თუ მოჩვენებითი სრულყოფილება".
საიდუმლო ტყე

ეს ფილმი სილამაზისა და ფერების ნამდვილი ჰიმნია. რომანტიკული ისტორიის, სიახლოვის, ადამიანობის, გამბედაობისა და სილამაზის ფონზე, ნაჩვენებია ადამიანური შიში, მანიპულაცია და ცხოვრებისგან გაქცევის მცდელობა, სადაც "იდეალური სამყაროს" შექმნა სურთ.
უჩინარი მწერალი

უამრავი შემოთავაზებით სასვე უზარმაზარი ლაბირინთი. რომან პოლანსკი - რეჟისორი, რომელიც აქამდე სატანას, ფაშიზმსა და დამნაშავეებს ებრძოდა, ახლა პოლიტიკას დაუპირისპირდა. ფილმის გადაღება ასე ნათლად, სწრაფად და ზუსტად მხოლოდ მას შეეძლო.
ილუზიონისტი

ფილმის წარმატების საიდუმლო მის სიუჟეტშია. ილუზიონისტ ეიზენხაიმის ისტორია გენიალურია. მისი გადაწყვეტილება - სიყვარულისთვის თაღლითობასა და ტყუილზე წასვლა, დაფასებას იმსახურებს. ხოლო ის თუ როგორ აკეთებს ამ ყველაფერს, ორმაგ პატივისცემას. ფილმის დასასრული კი პირღიას დაგტოვებთ.
სიცრუის ილუზია

აზრიანი, დინამიური და დამაინტრიგებელი სიუჟეტი. საუნდტრეკი კი თითქოს ფილმთან ერთად "სუნთქავს". დაძაბულობა საჭირო დროს იმატებს, მოულოდნელად კი ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევთ.
გაუჩინარებული ქალი

ფილმი ნამდვილად მოგხიბლავთ. დასასრულამდე არ იცით როგორ დასრულდება, მუდმივ დაძაბულობაში გამყოფებთ, მაგრამ არა შიშით, არამედ იმის გაანალიზებით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყველაზე ახლო ადამიანიც კი შესაძლოა თქვენთვის უცხო აღმოჩნდეს.
ანა ვერძაძე