15 სექტემბერი, 2015
რას ამბობს თქვენზე თქვენი საყვარელი საკვები - გაიგეთ თქვენი პიროვნების მთავარი მახასიათებლები
1. წელვადი ყველი
თუ თბილი ბუტერბროდები გიყვართ წელვადი ყველით - გულკეთილობით გამოირჩევით და მიდრეკილი ხართ თავგადასავლებისა და მოგზაურობისკენ.

2. ძეხვი/შებოლილი ხორცი

თუ თხლად დაჭრილი შებოლილი ხორცი ან ძეხვი გიყვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხმაური წვეულებებიც გიზიდავთ.

3. ჩიფსი

თუ თქვენი საყვარელი საჭმელი ჩიფსია, თქვენ პერფექციონისტი ხართ. ამ ტიპის ადამიანები ხშირად მიმართავენ თვითდისციპლინირებასა და თვითორგანიზებას.
იმსახურებენ ნდობას და ძირითადად ჰუმანიტარულ სწავლებას ეუფლებიან.
არ უყვართ უსამართლობა.

4. ხორცი კარტოფილთან

თუ ტრადიციული კერძი გიყვართ, ცხოვრებაში უსაფრთხოებას აფასებთ. არ გიყვართ რისკი, იშვიათათ
ცდით რაიმე ახალს. თქვენი მთავარი პოლიტიკური ფასეულობა სტაბილურობაა.

5. ხილი

ვისაც მცენარეული საკვები, ხილი და ბოსტნეული უყვარს, ყოველთვის მზად არიან სიახლეებისა და ახალი გამოცდილებისთვის. არ აწუხებთ ნევროზი.

6. თევზი

ზღვის პროდუქტების მოყვარულები ყურადღებიანი, მობილიზებული და ცნობისმოყვარეები არიან. კვლევების თანახმად ეს ადამიანები ხშირად რისკავენ კიდეც და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ.

7. ფასთ-ფუდი

თუ თქვენც ამ მრავალსართული ჰამბურგერების მოყვარული ხართ, გაწუხებთ ნევროზი.
ამბობენ, ვინც ხშირად სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტებს და მარილიანი საკვები უყვარს, ნოსტალგიური, დაბნეული ადამიანია და ხშირად სასმელსაც ეტანება.

8. სალათი

თუ ჯანსაღ კვებას ანიჭებთ პრიორიტეტს, გახსნილი და კონტაქტური პიროვნება ხართ, გიყვართ ახალი ურთიერთობები.

9. ცხარე საკვები

ცხარე საკვების მოყვარულები გამუდმებით ახალი თავგადასავლების ძიებაში არიან.
რისკიანი ადამიანი ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, ცხელ ამინდში ცხარე საკვები გულზე მოქმედებს და შესაძლოა მოულოდნელი ინფაქტიც მიიღოთ.
დაკვირვებების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ადვილად ადაპტირდებიან უცხო გარემოში, უყვართ ახალი მეგობრების შეძენა.

10. პიცა

პიცის მოყვარულებმა იციან რა სურთ ცხოვრებაში და როგორ უნდა მიაღწიონ სასურველს.
უყვართ უფროსობა. მარტო მუშაობა არ უყვართ, მოსწონთ როცა რაღაც დიდის, მთლიანის ნაწილი არიან.
ცოტა სენტიმენტალურები და მგრძნობიარეებიც არიან.
პიცის მოყვარულებს ძალიან უყვართ კომფორტი და ხშირად ეს ხდება მათი წარმატების მტავარი მიზეზი.

ანა ვერძაძე






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS