14 სექტემბერი, 2015
ჩინური მანტრა წარმატებისთვის - პრინციპები და რჩევები სწორად ცხოვრებისთვის
1. სიხარულით მიეცით ხალხს იმაზე მეტი, ვიდრე მოელიან.

2. გაიხსენეთ საყვარელი ლექსი.

3. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით, დახარჯეთ რაც გაგაჩნიათ ან იძინეთ რამდენიც გსურთ.

4. გულწრფელი იყავით, როცა ამბობთ "მე შენ მიყვარხარ" .

5. როცა ეუბნებით "ვწუხვარ"- თვალებში უყურეთ.

6. ქორწილამდე 6 თვით ადრე სთხოვეთ ხელი.

7. ირწმუნეთ ერთი ნახვით სიყვარულის.

8. ნურასდროს დასცინებთ სხვის სიზმრებსა და ოცნებებს.

9. გიყვარდეთ გულით და ვნებიანად. ამან შესაძლოა გულიც გატკინოთ, მაგრამ სხვანაირად სრულფასოვან ცხოვრებას ვერ შეძლებთ.

10. კონფლიქტისას მართალი იყავით. ნურავის დაადანაშაულებთ.

11. ნუ განსჯით ადამიანებს ნათესავების გამო.

12. ისაუბრეთ ნელა, იფიქრეთ სწრაფად.

13. როცა ვინმე არასასურველ კითხვას გისმევთ, გაუღიმეთ და ჰკითხეთ "რატომ გინდათ ამის ცოდნა?".

14. გახსოვდეთ - დიდი სიყვარული და წარმატება დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

15. დაურეკეთ დედებს.

16. წაგება გაკვეთილად გაიხადეთ.

17. იხელმძღვანელეთ 3 პრინციპით: დააფასეთ საკუთარი თავი, დააფასეთ სხვები და პასუხი აგეთ ყველა თქვენს საქციელზე.

18. ტელეფონზე საუბრისას გაიღიმეთ, მოსაუბრე აუცილებლად იგრძნობს ამას.

19. დაქორწინდით მასთან, ვისი მოსმენაც გსიამოვნებთ. ასაკის მატებასთან ერთად, ურთიერთობა და საუბარი ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც სხვა დანარჩენი.

20. ცოტახნით განმარტოვდით.

21. გახსოვდეთ, ხანდახან დუმილი საუკეთესო პასუხია.

22. ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს და მეტი იკითხეთ.

23. ძალიან მნიშვნელოვანია ატმოსფერო სალში. ამიტომ ყველაფერი იღონეთ სახლში ჰარმონიული და მშვიდი გარემოს შექმნისთვის.

24. ფრაზებს შორის იკითხეთ.

25. გაუზიარეთ ცოდნა. ამით სახელს უკვდავყოფთ.

26. ფრთხილად მოექეცით მიწას.

27. ნუ ენდობით მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც კოცნისას თვალებს არ ხუჭავენ.

28. გახსოვდეთ, როცა ვერ იღებთ რაც გსურთ - ხანდახან ეს წარმატებაა.

29. კარგად შეისწავლეთ წესები და ზოგიერთი დაარღვიეთ.

30. წარმატება იმის მიხედვით დააფასეთ, თუ რის შეწირვა დაგჭირდათ ამ წარმატების მისაღწევად.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS