თქვენ წარმატებულ პრეზენტაციაზე უყვებით, ის კი თქვენ სექსუალურობას უსვამს ხაზს. აღშფოთებული საუბრობთ კოლეგებთან უთანხმოების ამბავზე, ის კი ნიშნის მოგებით გეუბნებათ, რომ სტრესის მოხსნის უნიკალური საშუალება იცის. როცა ნებისმიერი საუბრის წამოწყებისას გრძნობთ, რომ თქვენს პარტნიორს მხოლოდ სექსი აინტერესებს - იცოდეთ, რომ არ ცდებით.
არ გაქვთ საერთო გეგმები
როცა ერთობლივ დასვენებას სთავაზობთ, მას კი მაშინვე გამოუჩნდება საქმეები ან ყოველთვის აქვს მიზეზი უარი გითხრათ და ურთიერთობა მხოლოდ ბ

არ გაცნობთ მეგობრებს
როცა მამაკაცი სერიოზულად აღგიქვამთ, თუ მაშინვე არა, დროის უახლოეს მონაკვეთში გაგაცნობთ მეგობრებსა და ნათესავებს. თუ რამდენიმე თვიანი რომანი გაკავშირებთ და ჯერ კიდევ არ დაუპატიჟებიხართ ოჯახურ ან სამეგობრო ვახშამზე - მის შეყვარებულად არ გთვლით.
მხოლოდ გარეგნობას უსვამს ხაზს
შემდეგი ბანალური ფრაზებით განებივრებისას: "რა კარგი სუნი გაქვს", "რა ლამაზი ფეხები გაქვს", "შენს გვერდით თავს ვკარგავ" და "შენს თვალებში ვიძირები" - დაფიქრდით, შეამჩნია თუ არა, რომ კარგი იუმორი გაქვთ, აღელვებს თუ არა თქვენი ოცნებები, თუ მხოლოდ თქვენი მკერდის ზომითა და ანჯელი ჯოლისთან მსგავსებით ინტერესდება?!

ღიზიანდება, თუ სექსზე უარს ამბობთ
თუ უგუნებოდ ხართ ან უბრალოდ "ქალური დღეები" გაწუხებთ - სანდომიანი პარტნიორი, გასეირნებასა და თქვენთან საუბარს დასჯერდება. ხოლო თუ მისი ინტერესი მხოლოდ სექსია, მოულოდნელად საშინლად გაღიზიანდება და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს თქვენთან დროს მხოლოდ ამისთვის ატარებს. თუ არა თქვენი ოცნებები, თუ მხოლოდ თქვენი მკერდის ზომითა და ანჯელი ჯოლისთან მსგავსებით ინტერესდება?!
ანა ვერძაძე