11 სექტემბერი, 2015
რატომ არ უნდა გაასწოროთ საწოლი დილით
მეცნიერები ამბობენ, რომ თუ იმდენად ზარმაცი ხართ, რომ დილით ადგომისას საწოლის გასწორებაც გეზარებათ, ეს მხოლოდ დადებითი თვისებაა. ამ დროს თქვენი საწოლი უფრო სუფთაა და უფრო ჯანმრთელიც ხართ, ვიდრე ისინი, ვინც ფიქრობს, რომ საძინებელში სიბინძურეა თუ საწოლი გასწორებულ არ არის.

საქმე ეხება მტვრის ტკიპებს, პარაზიტებს, რომელთა რაოდენობა მცირდება თუ საწოლს არ გაასწორებთ ყოველ საწოლში საშუალოდ 1,5 მილიონი მიკროსკოპული პარაზიტი - ტკიპა ფიქსირდება, რომლებიც თქვენი კანის უჯრედებს ჭამენ.

იმდენად პატარები არიან, რომ მიკროსკოპის გარეშე მათი დანახვა შეუძლებელია. თუმცა
თქვენს საწოლში ყოველთვის არიან, იწვევენ მტვრის ალერგიას და სხვა დაავადბებსაც, როგორიცაა ასთმა.

როცა დილით სამსახურში წასვლამდე საწოლს არ ასწორებთ, თქვენ ფაქტობრივად კლავთ ამ პარაზიტების დიდ ნაწილს, რადგან სუფთა ჰაერზე ვერ არსებობენ და არ უყვართ მზის შუქი.
სპეციალისტები გირჩევენ, საწოლი არა დილით, არამედ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულმა დაალაგოთ. ამ დროისთვის კი პარაზიტების უმრავლესობა დაიღუპება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
აი, მესმის რჩევები!..
ამის თქმა უნდათ ჩვენს ზარმაცებს?! ბარემ ისიც დაწერეთ, რომ ჭურჭელს არ სჭირდება გარეცხვა, მტვერს_ გადაწმენდა, სახლს _ გამოხვეტა, თეთრეულს _ გამოცვლა. კარგია, თუ ამ დროს საკუთარ თავს მოახმართ და წახვლთ სილამაზის სალონში ან ფიტნეს-კლუბში. ისე, სად ნახულობთ ხოლმე ჟურნალისტები ამ "სიბრძნეებს"?
20:23 / 03-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
გავითვალისწინებ =)
15:45 / 29-11-2015
გამოხმაურება / 0 /
333
როგორ გაიხარებს ჩენი შვილიშვილი ამას რომ წაიკითხავს,
18:35 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
სანამ ლოგინს გაასწორებთ, გადაფერთხეთ ზეწარი, საბანი და შემდეგ აალაგეთ. ასე, რომ შემდგომ აღარ არის საჭიროება იმისა, რომ ლოგინი საღამომდე აულაგებელი გქონდეთ.
07:43 / 26-09-2015
გამოხმაურება / 0 /
nata
რომ გავიტანოთ მზეზე და გავნიავოთ ცოტა ხანი და მერე ავალაგოთ არა??
18:42 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS