ეს საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრია, რომელსაც ფსიქოლოგები სკეპტიკურად აღიქვამენ. მათი აზრით, შეიძლება ასეც არის, მაგრამ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, მით უფრო - ბინის ჩაკეტილი სივრცით ვართ შემოსაზღვრული. ქალიშვილები ხშირად ოცნებობენ პირმშვენიერ პრინცებზე და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, სინამდვილეში რას წარმოადგენენ ისინი.
ტიპური მაგალითი: ქალიშვილი, მისი თანატოლების მსგავსად, თავის პრინცს მაღალს, ქერას, თეთრი
ქალი მხიარული და მეგობრებთან მიმოსვლის მოყვარულია, მამაკაცი - სიტყვაძვირი და სახლში ჩაკეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი შრომისმოყვარეა და ყველაფერს აკეთებს ოჯახისათვის, ცოლს ყურადღებას არ აქცევს. სახლში დუმს და საათობით კომპიუტერთან ზის. ცოლის საყვედურებს გაოცებული პასუხობს, რომ ყველაფერს აკეთებს მისთვის - ხელფასი შინ მიაქვს, ყველაფერი აუცილებელით უზრუნველყოფს და კიდევ რაღა სურს? ქალი კი იტანჯება, ღამით ბალიშში თავჩარგული ტირის, მისი არც ერთ სულიერს არ ესმის.
ცოლ-ქმრის თანაცხოვრება დამოკიდებულია არა ტრფიალის სიძლიერეზე, არამედ იმაზე, რამდენად შეეფერება ქალი და მამაკაცი ერთმანეთს. დროთა განმავლობაში ვნება ნელდება და ერთმანეთის პირისპირ ორი სრულიად სხვადასხვა ადამიანი რჩება.
ანგარებაზე დაფუძნებული ქორწინება უფრო მტკიცეა.
არსებობს მოსაზრება, რომ ანგარებაზე დამყარებული ქორწინება უფრო მყარია, ვიდრე სიყვარულზე აღმოცენებული. მაგრამ სიმტკიცე ყოველთვის ნიშნავს თუ არა წყვილთა ჰარმონიულ ურთიერთობას? ხშირად ადამიანები ქორწინებას არ არღვევენ მხოლოდ იმიტომ, რომ მატერიალური კეთილდღეობის, პრესტიჟული მდგომარეობის დაკარგვის ეშინიათ. ბევრი ცდილობს, ოჯახი ბავშვების გულისთვის შეინარჩუნოს და არ სურს გაიგოს, რომ ბავშვები მშობლების ურთიერთობაში დისჰარმონიას გრძნობენ და ამით ძალიან იტანჯებიან.
ტიპური მაგალითი: უმამოდ და სიღარიბეში აღზრდილი ქალიშვილი გათხოვდა უსიყვარულოდ ისეთ მამაკაცზე, რომელიც მას და მათ შვილებსაც ყველაფრით უზრუნველყოფდა. ქალმა ყველაფერი მიიღო, რაზეც ოცნებობდა, მაგრამ ერთ დღეს გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა. სკანდალი მოუწყო და გაყრით დაემუქრა. ქმარმა მშვიდად უთხრა, სანამ განცხადებას შეიტანდა, კარგად დაფიქრებულიყო, მომავალში რით აპირებდა ცხოვრებას. ქალმა კეთილდღეობის დაკარგვა არ მოისურვა და ყველაფერი ისე დატოვა, როგორც იყო. სხვადასხვა ოთახში იძინებენ. სხვების თვალში „წესიერი და მტკიცე“ ოჯახი აქვთ. ოღონდ ესაა, რომ ქალს წნევის ცვალებადობა დაეწყო, მამაკაცს - გულის შეტევები.
არა იმპულსით, არამედ გონებით
პარტნიორის შერჩევა არავითარ შემთხვევაში არ მიუშვათ თვითდინებაზე. პირველ რიგში, საჭიროა ზუსტად განსაზღვროთ თქვენი მიზანი და ამოცანები. გაიაზროთ, რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ქმარი, გააცნობიეროთ, რას ელით მისგან და, თქვენი მხრივ, რის გასაცემად ხართ მზად. თუ გონებით იმოქმედებთ და არა მხოლოდ იმპულსებით, ბევრ შეცდომას თავს აარიდებთ.
ჟურნალი „რეიტინგი“