10 სექტემბერი, 2015
15 ფილმი, რომელთა ყურება არასდროს მოგბეზრდებათ

1. ჭირვეულის მორჯულება
Rating

გაინტერესებთ რა მოხდება თუ ტელეეკრანებზე მამაკაცური ქარიზმის სიმბოლო - ადრიანო ჩელენტანო, ქალური მშვენიერების ეტალონი - ორნელა მუტი გამოჩნდება.. ამ ყველაფერის ხელმძღვანელები კი ორი საუკეთესო კომედიანტი - ფრანკო კასტელანო და ჯუზეპე მოჩია იქნებიან? თქვენ იხილავთ ნამდვილ კომედიას, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფში ნამდვილი კლასიკური შედევრია.

2. ჯუმანჯი
Rating
მთელი ოჯახისთვის სასიამოვნოდ საყურებელი ფილმია. ბავშვის სათამაშო ნამდვილ ქაოსად იქცევა, ამის ნახვას კი სწორედ ამ ფილმში ნახავთ.

3. გაქცევა შოუშენკიდან
Rating
როცა უძლურობის გამო იმედს კარგავ, მომავალი კი უაზროდ გეჩვენება, ადამიანობა უნდა
შეინარჩუნო და საკუთარ თავს ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი მისცე. ფილმი, რომელიც ნამდვილი შედევრია.

4. სამსახურეობრივი რომანი
Rating
ფილმი, რომლის ყურება არასდრო მოგბეზრდებათ და ყოველჯერზე უფრო საინტერესო და სასაცილო გეჩვენებათ. საყვარელი მსახიობები, ქარიზმატულ  პერსონაჟებს ქმნიან, საოცარი მუსიკა და ლექსები, მაშინდელი ქპოქის შემოდგომის ნათელი ფერები..
ეს ფილმი მემკვიდრეობითი განძია.

5. ლამაზმანი
Rating
კითხვაზე "არსებობს თუ არა ყველა დროის ნამდვილი ამერიკული კომედია" - პასუხი შემდეგია: "ლამაზმანი".

6. ნიღაბი
Rating
"ნიღაბი" იმ ღირსეულ კომედიებს შორისაა, რომელსაც შეიძლება 100-ჯერ უყურო, სასაცილო კი მაინც იქნება. ჯიმ ქერი რაღა თქმა უნდა შეუდარებელია.

7. ინტერვიუ ვამპირთან
Rating
ვამპირების თემა ყველა დროში პოპულარული და წარმატების მომტანი იყო. ლიტერატურა იყო ეს თუ კინო, მაგრამ ნილ ჯორდანის ფილმზე "ინტერვიუ ვამპირთან" უსიტყვოდ ითქმის, რომ "ვამპირული"კინემატოგრაფის კლასიკაა.

8. ფორესტ გამპი
Rating
რეჟისორ რობერტ ზემეკისის - 1994 წლის მსოფლიო ფენომენი, რომლის ყურება 20 წლის შემდეგაც გსურს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გმირის სიტყვები უკვე ზეპირად იცი, მაინც აღმოაჩენ რაიმე ახალს. სწორედ ეს არის ნამდვილი კინო - უბრალო, გასაგები და გენიალური.

9. ხელშეუხებელნი
Rating
ამ ფილმის რეჟისორმა, ხალისიანი, გამჭრიახი, მხიარული და მომხიბლავი სურათი შექმნა. ორი განსხვავებული ადამიანის ისტორიის, დრამისა და კომედიის შერწყმა ნამდვილად იდეალური გამოვიდა.
ორი მომაკვდავი მეგობრის ისტორია, რომელიც იმდენად ჯანსაღად ნათამაშები, გადაღებული და შეფუთულია, რომ ყურების შემდეგ სიცოცხლის თითოეულ წუთს დააფასებთ. კიდევ ზღვაზე წასვლა მოგინდებათ.

10. ტრუმენის შოუ
Rating
ველოსიპედზე მჯდარ დათვს ან კლოუნს აქ ვერ ნახავთ. არსებობს მხოლოდ თრუმენი, რომელიც ტელევიზორში ცხოვრობს. მის სამყაროში არც სისასტიკე არსებობს და არც ცინიზმი. შესაძლოა მხოლოდ უთანაგრძნოთ ან შეგშურდეთ, იტიროთ ან იცინოთ. ეს შოუ თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

11. დასაწყისი
Rating
თუ კარგი ფილმის ფასი იცით, დამაფიქრებელი სიუჟეტები გიყვართ და გსურთ ფილმის ყურებამ მოგნუსხოთ, ყურების შემდეგ კი მინიმუმ ნახევარ საათს გაოგნებული იყოთ - ამ ფილმს უნდა უყუროთ.

12. კაკუნი ზეცის კარზე
Rating
ორი მომაკვდავი მეგობრის ისტორია, რომელიც იმდენად ჯანსაღად ნათამაშები, გადაღებული და შეფუთულია, რომ ყურების შემდეგ სიცოცხლის თითოეულ წუთს დააფასებთ. კიდევ ზღვაზე წასვლა მოგინდებათ.

13. ხაჩიკო:ყველაზე ერთგული მეგობარი
Rating
მუსიკის პროფესორი გზად არაჩვეულებრივ ლეკვს ხვდება. მისი სახლში წაყვანისას პროფესორი ვერც წარმოიდგენდა, რომ მათი მეგობრობა ამდენხანს გასტანდა და გულწრფელი სიყვარულისსა და ადამიანის მიმართ ძაღლის ერთგულების მაგალითი გახდებოდა.
ეს სულისშემძვრელი ისტორია ნამდვილ ამბავზეა აგებული.

14. ტიტანიკი
Rating
ფილმი, რომლის ყურებისას ჟრუანტელი არ წყდება. ეს არამარტო ჩაძირული გემის ისტორია, არამედ კატასტროფის ფონზე განვითარებული პირველი და მტკიცე სიყვარულის ამბავია.

15. უკან მომავალში
Rating
ფანტასტიკური სიუჟეტი, რომელიც საოცარი იუმორის ფონზე ვითარდება. ორ მთავარ გმირს წარმოუდგენელი თავგადასავლები გადახდება. ფილმის ყურება არსდროს მოგბეზრდებათ.

ანა ვერძაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაკო
ჩემი უსაყვარლესი ფილმებია,ვგიძდები ამ ფილმებზე
23:26 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS