07 სექტემბერი, 2015
9 მტკიცებულება, რომ საშუალოზე მეტად ჭკვიანი ხართ
დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავების არა ერთი წარმომადგენელი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით და მათ შორის არიან:

ნატალი პორტმანი: დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, საუბრობს 6 ენაზე.

ემა უოტსონი: "ჰარი პოტერში" გადაღებების გამო სწავლას ორი წლით ჩამორჩა, თუმცა მოგვიანებით ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

შერონ სტოუნი: უნივერსიტეტში 15 წლისამ ჩააბარა, მისი IQ – 154 უდრის.

კვენტინ ტარანტინო: სკოლა არასდროს უყვარდა და უნივერსიტეტიდანაც გამორიცხეს, მაგრამ მისის IQ – 160-ს უდრის (ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის - სტივენ ჰოკინგის მსგავსად).

განსაკუთრებული ნიჭის დასადგენად, მთელი რიგი ნიშან-თვისებები
გამოიკვეთება:

1. არ ეწევით

2010 წლის ისრაელის კვლევის შედეგი:
18 – 21 წლამდე მწეველების IQ საშუალოდ 94-ია, არა მწეველების კი 101;
ერთი მშობლების და ძმიდან, არამწეველი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე მწეველი.

2. სწავლობდით მუსიკას

დადგენილია, რომ მუსიკა ბავშვის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს:
მუსიკის დაუფლებიდან 1 თვის შემდეგ, ბავშვებს 4-დან 6 წლის ასაკამდე, ვერბალური ინტელექტი უვითარდება;

2013 წლის კვლევებით, ბავშვები, რომლებიც მაღალი მოსწრებადობით გამოირჩევიან, დამატებით სწავლობენ მუსიკასაც.

3. ოჯახის უფროსი შვილი ხართ

2007 წლის კვლევით, უფროსი შვილის IQ -ს მაჩვენებელი, უმცროს შვილებზე, 3 პუნქტით მაღალი აღმოჩნდა.
გენეტიკა აქ არაფერ შუაშია. განსხვავება მხოლოდ მშობლების შვილებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტორით აიხსნება.

4. კარგი აღნაგობა

საფრანგეთში 2200 მოზრდილ ადამიანს, 5 წლის მანძილზე იკვლევდნენ:
ნორმალური წონისა და სიმაღლის ადამიანებმა სიტყვების 56 % -ის გახსენება შეძლეს, მსუქნებმა კი მხოლოდ 44 %.

კვლევამ 5 წლის შემდეგაც იგივე მაჩვენებელი აჩვენა.

5. კატები გიყვართ

შესაძლოა ძაღლის პატრონები უფრო ენერგიულები და აქტიურები არიან, მაგრამ კატის მოყვარულთა IQ საუკეთესო შედეგები აჩვენა. ისინი უფრო პასიურები არიან და წიგნის კითხვას არჩევენ - სხვაობაც ამით აიხსნება.

6. დედის რძით კვება

დედის რძით გამოკვებილი ბავშვების 90 % მახვილგონიერია. ამ ბავშვების საშუალო IQ 7 პუნქტით მაღალი აღმოჩნდა, მათზე, ვინც ხელოვნური საკვებით იკვებებოდა.

7. რეკრეაციული ნარკოტიკის მომხმარებელი ხართ

დაიმახსოვრეთ: ნარკოტიკები კი არ ამაღლებს IQ-ს. პირიქით,ბავშვობაში მაღალმა IQ -მ შესაძლოა მავნე ჩვევები შეგძნოთ.

2012 წელს კვლევაში მონაწილეობას იღებდა 1958 წელს დაბადებული 6000 ბრიტანელი. ვინც 11 წლის ასაკში თანატოლებზე ჭკვიანები იყვნენ, ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულები გახდნენ.

8. ცაცია ხართ

ცაიცებს განსაკუთრებული აზროვნება ახასიათებთ - შემოქმედებითი უნარი, ამიტომაც შეხვდებით მემარცხენე ადამიანებს შორის ბევრ არქიტექტორსა და მუსიკოსს.

9. მაღალი ხართ

ადამიანის სიმაღლესა და ინტელექტს შორის კავშირზე, ზუსტი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ერთ-ერთი კვლევით, სკოლაში მაღალი მოსწავლეების შედეგები საუკეთესო მაჩვენებელს იძლევა.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS