07 სექტემბერი, 2015
ჩინელების 13 გასაოცარი წესი - ფოტოებზე ასახული შოკისმომგვრელი რეალობა
1. დააფასეთ ჩინური ჩხირები

Rating

ნუ ჩაარჭობთ ჩხირებს ბრინჯიან ლანგარზე უხეშად. საჭმელში ჩადებულ ჩხირებს მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიალზე იყენებენ. სხვა დროს ასე მოქცევა - სულელური და არაპატივსაცემი საქციელია. არ შეიძლება საჭმელი ჩხირებით რაიმე ჟესტის გაკეთება, ადამიანზე მითითება; არ შეიძლება ჩხირით ლანგარზე დააკაკუნოთ.

2. გემრიელად დანაყრების ბოლოს, შეგიძლიათ დააბოყინოთ

Rating

ის რაც დანარჩენ ქვეყნებში სირცხვილად ითვლება, ჩინეთში დაბოყინება მადლობის ნიშანი და მზარეულის მიმართ განსაკუთრებული კომპლიმენტია.

3. ჩაი - დააკაკუნეთ ხეზე

Rating

ჩინეთში ჩაის პატარა ჭიქით სვამენ და ჭამისას, სტუმარს რეგულარულად
აწოდებენ მას. ჩაის ყოველ დამატებაზე, მადლობის ნიშნად ხეზე აკაკუნებენ.

4. საჩუქრის მიღებაზე უარის თქმა

Rating

საჩუქრის პირველივე შეთავაზებაზე უარს მიიღებთ, მაგრამ უნდა დააძალოთ. მაქსიმუმ მესამე შეთავაზებაზე საჩუქარს სიამოვნებით მიიღებენ. ნუ დაელოდებით საჩუქრის შეფასებას მაშინვე და ეცადეთ სწორად შეარჩიოთ, რადგან სუვენირი არ მიიღონ როგორც ქრთამი.

5. საზოგადოებრივ ადგილებში გადაფურთხება სავსებით ნორმალურია

Rating

ჩინელები არა მარტო ქუჩაში, არამედ ფანჯრებიდან, ავტობუსებიდან, მატარებლებიდან იფურთხებიან. ხანდახან შენობებშიც კი.

6. ბატები პოლიციელების ამპლუაში

Rating

ჩინეთის უდიდეს პროვინციაში - სინცზიანში - ძაღლების ყოლას ბატებს არჩევენ: მათ კარგი აზროვნება აქვთ, ხმაურიანები და საჭირო დროს აგრეისულებიც არიან. 

7. არ მიუთითოთ ჩინეთში თითით

Rating

ტიბეტის ნებისმიერ დასახლებაში ეს ჟესტი უხეშობად ითვლება. ადამიანზე ან საგანზე უნდა მიუთითოთ გაშლილი ხელის გულით.

8. კომპლიმენტზე მადლობას არ ეუბნებიან

Rating

კომპლიმენტზე მადლობის გადახდა ჩინელებისთვის ამაოების ნიშანია და აკრძალულია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ შექებისას პროტესტით გიპასუხებენ. 

9. ხურდის დატოვება შეურაცხყოფაა

Rating

ბოლო დროს რესტორნების უმეტესობა დანატოვარ ხურდას იტოვებს, ჩინეთში კი მსგავსი საქციელი უხეში და უპატივცემულობის გამომხატველი. 

10. ჩინელები ხშირად თხოვენ უცხოელებს სურათი ერთად გადაიღონ 

Rating

ნუ გაგიკვირდებათ, თუ სეირნობისას ან კაფეში ჯდომისას, ყურადღების ცენტრი აღმოჩნდებით და თქვენთან სელფის ან სურათის გადაღებას მოისურვებენ. ძალიან გაუხარდებათ, თუ მათთან სამახსოვრო სურათის გადაღებას თქვენც მოისურვებთ.

11. პამპერსის ნაცვლად ბავშვები გამოჭრილ შარვლებს ატარებენ

Rating

და რაც ყველაზე მეტად გაგაკვირვებთ, ბავშვს შეუძლია საზოგადოებრივ ადგილებში მოისაქმოს. მაგალითად პარკში სკამზე ჯდომისას.

12. საცურაო თავსაბურავი

Rating

ფერმკრთალი სახე ჩინეთში სილამაზის მთავარი ატრიბუტია, ამიტომ ზღვაზე სპეციალური, საცურაო თავსაბურავით ჩნდებიან - მზისგან იცავენ სახესა და ყელს. 

13. ჩინელებს შეუძლიათ ქუჩაში, ყველას თვალწინ დაიძინონ

Rating

ისინი ყველაზე უჩვეულო ადგილებში, უცნაურ პოზებში იძინებენ. ეს ჩვევა იმდენად გასაოცარი და პოპულარული გახდა, რომ შეიქმნა სპეციალური საიტი - შლეეპინგ ჩჰინესე - სადაც ქუჩაში მძინარე ჩინელებს სურათებს ნახავთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
xyz
ყველა უბედურება ჩინელებისგან ჭირს მსოფლიოს. ჭირმა გაწყვიტოს ეგენიც და მაგათი დეგენერატული წესებიც, გადაშენდნენ საქართველოდან.
12:01 / 02-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ელგუჯა
გსაწყვეტი ერია. მალე მსოფლიოში ერთი ჩინელის თავში 200 დოლარს გადაიხდიან და იქნება ჩვენც გვეშველოს.
12:14 / 18-12-2020
გამოხმაურება / 0 /
fasia
რაც კარგი აქვთ ის გვაკლია შრომისმოყვარეობა
12:20 / 14-11-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინკა
ამ 13 დან რამდენი უკულტურობის გამოხატულებაა და რა გინდათ ქართველებიც ასე მოვიქცეთ???
21:13 / 20-10-2020
გამოხმაურება / 2 /
ზაზა
ქართველებს საკუთარი უკულტურობაც გვყოფნის
11:50 / 01-11-2020
ანა
ქართველებიც არ არიან ნაკლები ფურთხებაში! რომ შემეძლოს, ქუჩაში გადაფურთხებისთვის ჯარიმას დავაწესებდი...
01:03 / 01-12-2020
გულადი
გაიხარეთ.
12:39 / 18-10-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS