06 სექტემბერი, 2015
4 დამამტკიცებელი საბუთი, რომ ძილის წინ კითხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
ცნობილი ფაქტია, რომ ძილის წინ კითხვა კარგად გამოძინებაში გვეხმარება. ზოგისთვის ეს უბრალოდ ჩვევაა, სხვებისთვის კი ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მსოფლიო ლიტერატურა საშუალებას იძლევა, რომ ადვილად იპოვოთ თქვენთვის სასურველი ჟანრის ნაწარმოები ან ინტერნეტში გაეცნოთ საინტერესო ინფორმაციას. ამ სტატიაში დაგიმტკიცებთ, რომ კითხვა სასარგებლოა თქვენი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის.

1. კითხვა აუმჯობესებს კოგნუტურ ფუნქციას

კითხვა შემეცნების უნარს ანვითარებს. მკითხველები უფრო ადვილად და სწრაფად ითვისებენ სიახლეს. ილიონის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ ღამით რამდენიმე აბზაცის გადაკითხვაც კი უფრო ჭკვიანს გხდით.

2. ის ამარცხებს
დეპრესიას

მარტოსულად გრძნობთ თავს? კითხვა საუკეთესო გამოსავალია! თქვენი გონება გადაერთვება თხზულების სიუჟეტზე, გაანალიზებს პერსონაჟების პორტრეტებს ან უბრალდ გაეცნობა საჭრო ფაქტებს. თქვენ დრო აღარ გექნებათ ნეგატიური მოგონებების გასახენებლად ან საკუთარი თავის შესაცოდებლად.

3. იგი გიცავთ ტვინის დაავადებებისგან

ტვინთან დაკავშირებული დაავადებების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ტვინის დაცვა მისი გააქტიურებით და ვიტამინების მიღებით შეგიძლიათ. კითხვა ტვინის ვარჯიშის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ამას გარდა შეგიძლით დაიზეპიროთ ლექსები, ისწავლოთ ახალი ენა, ხშირად შეავსოთ კროსვორდები, ამოხსნათ რთული მათემატიკური ამოცანები.

4. კითხვა გიყალიბებთ ემოციურ ინტელექტს

ემოციური ინტელექტი მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობების საფუძველია. ჟურნალი ,,შციენცე" ამტკიცებს, რომ თუ ძილის წინ რომანს წაიკითხავთ, სხვების მდგომარეობაში უფრო ადვილად შეხვალთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS