სენტიმენტალური, მგრძნობიარე, ერთგული, მაგრამ განსაკუთრებულად უჭირს დაოჯახება.
სოჭი: 2 იანვარი- 11 იანვარი, 5 ივლისი-14 ივლისი
ცივი სილამაზე აქვს. უყვარს ძველებური სამკაულები და ნივთები, სუნამო და დღესასწაულები. ჭირვეულია და ამიტომ ხანდახან ჭირს მასთან ურთიერთობა და თანაცხოვრება.
თელა: 12 იანვარი- 24 იანვარი, 15 ივლისი- 26 ივლისი.
მიმზიდველია, მაგრამ გაპრანჭვა ეზარება. ხშირად ნახავთ ერთი და იგივე ტანსაცმლით. ჭკუის დამრიგებლობისკენ მიდრეკილება მისი ყველაზე აუტანელი თვისებაა.
კვიპაროსი: 25 იანვარი –
კმაყოფილდება მცირედით და ეგუება სიტუაციებს. შეუძლია იცხოვრობს ნებისმიერ პირობებში და იყოს ბედნიერი. სწრაფად აღწევს დამოუკიდებლობას. იგი მნიშვნელობას არ ანიჭებს ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს, არ იღვწის დიდებისა და ფულისკენ.
ალვა: 4 თებერვალი- 8 თებერვალი, 5 აგვისტო- 13 აგვისტო
ასაკთან ერთად თავად ქმნის პრობლემებს. ძალიან მგრძნობიარეა დროის მიმართ, ადრეულად ეპარება სიბერის შიში, მხოლოდ ახლობლების იმედი აქვს. ძალიან მგრძნობიარეა და თავისუფლების შელახვის გამო და ადვილად ვარდება პესიმიზმში.
სამხრეთული კარტასი: 9 თებერვალი – 18 თებერვალი, 14 აგვისტო – 23 აგვისტო
ტოტებგაშლილი და ძლიერია, ყოველგვარი სიძნელის გარეშე ეგუება ნებისმიერ პირობებს. შეუძლია ღამე ცის ქვეშ გაათენოს. კარგი ჯანმრთელობა აქვს, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც შინ.
ფიჭვი: 19 თებერვალი – 28/29 თებერვალი, 24 აგვისტო – 2 სექტემბერი.
უყვარს სახლი, ძვირფასი საგნები, ლამაზი ინტერიერი. მამაცია, წინააღმდეგობას თავაწეული ხვდება და არ ემორჩილება ბედს. გამბედაობის და რისკის წყალობით მუდამ წინ მიიწევს.
ფიჭვის ნიშნით არიან დაბადებული: კოპერნიკი, ვაშინგტონი, შოპენი, შოპენჰაუერი, ელიზაბეტ ტეილორი, კონ-ფუციოსი, ნაპოლეონის დედა
ტირიფი: 1 მარტი – 10 მარტი, 3 სექტემბერი – 12 სექტემბერი
ძალზედ მიმზიდველი და თავისებურია. მასში რაღაც იდუმალება იგრძნობა. სავსეა ბუნდოვანი აზრებით, შეუცნობადი სურვილებით, უყვარს მზის სითბო, წყალთან ყოფნა. რეაგირებს ყოველგვარ სუნსა და გემოვნებაზე.
ცაცხვი: 11 მარტი- 20 მარტი, 13 სექტემბერი – 23 სექტემბერი
ნებისმიერს დაახვევს თავბრუს. ოცნებობს სტაბილურ, უზრუნველყოფილ და ყველანაირად მოწყობილ ცხოვრებაზე. უმეტესად თავის ცხოვრებას მოწყენილობაში ატარებს და ეს არის მისი მთავარი მტერი.
თხილი: 22 მარტი – 31 მარტი, 24 სექტემბერი – 3 ოქტომბერი
ძალიან ხშირად სუსტია, შეუხედავი. თავის "მე"-ს არავის ახვევს თავზე, მაგრამ თუ დაუახლოვდები შეუძლებელია არ შენიშნო და მოიხიბლო მისი ორიგინალურობით. საკმაოდ ჭირვეულია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შუა საუკუნეებში ხშირად სწამებდნენ ჯადოსნობას.
ცირცელი: 1 აპრილი- 10 აპრილი, 4 ოქტომბერი – 13 ოქტომბერი
მსუბუქი სიარულით შეგიძლიათ შეიცნოთ ის. მის სახეს ღიმილი არ სცილდება, არა იმდენად შინაგანი მხიარულების გამო, რამდენადაც თვითკონტროლის წყალობით. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებებს, უყვარს ლამაზად ჩაცმა და კარგი გემოვნება აქვს.
ნეკერჩხალი: 11 აპრილი- 20 აპრილი, 14 ოქტომბერი – 23 ოქტომბერი
ხშირად არის იქ, სადაც უფრო საინტერესოა ყოფნა. მოდას აყოლილია. არ განეკუთვნება უფერულ პიროვნებებს. სავსეა ენერგიით და მხნეობით, დაუღლელია. ნეკერჩხალი, როგორც იტყვიან, ყოველთვის სათანადო სიმაღლეზეა.
კაკალი: 21 აპრილი – 30 აპრილი, 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
ზრუნავს საკუთარ სტილზე, დახვეწილ და ნატიფ მანერებზე, სინამდვილეში კი უბრალოდ მორცხვია. იგი ხანდახან ჭირვეული, აგრესიული და ეგოისტურია. მაგრამ ამავე დროს სტუმართმოყვარეა, ზრდილია და გაბედული ჩანაფიქრში.
ჟასმინი: 1 მაისი – 14 მაისი, 3 ნოემბერი – 11 ნოემბერი
ადამიანებს თავისუფალი და მოხერხებული საუბრით იზიდავს, თავისი სურვილის გარეშე ხვდება ყურადღების ცენტრში. სწორედ მისგან ელიან საზოგადოებაში ძალდაუტანებელი ვითარების შექმნას.
წაბლი: 15 მაისი- 24 მაისი, 12 ნოემბერი- 21 ნოემბერი
წაბლი ძალიან ლამაზია, თუმცა არ ცდილობს დაიპყროს ირგვლივ მყოფთა გულები. სავსეა სიცოცხლით, სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა აქვს და ნებისმიერი დარღვევა უნებლიე პროტესტის გრძნობას იწვევს.
იფანი: 25 მაისი – 3 ივნისი, 22 ნოემბერი – 1 დეკემბერი
სასიამოვნო გარეგნობისაა, ელეგანტურად და თავისუფლად მოძრაობს. თავისი თავი მოსწონს. მასთან მუდმივად ცხოვრება ადვილი არ გახლავთ. ცოცხალი ხასიათი აქვს და ძალიან მომთხოვნია.
რცხილა: 4 ივნისი – 13 ივნისი, 2 დეკემბერი – 11 დეკემბერი
მის გარშემო არსებულ სამყაროს შემწყნარებლურად უყურებს. იგი ესთეტის ტიპია. ყურადღებას უთმობს უფრო ფორმას, ვიდრე შინაარსს. პირად ცხოვრებაში აინტერესებს უპირატესობა. მიდრეკილება აქვს დიციპლინის და მორჩილების.
ლეღვი: 14 ივნისი – 23 ივნისი, 12 დეკემბერი – 21 დეკემბერი
სილამაზით დაჯილდოებული არ გახლავთ, მაგრამ შეუმჩნეველი არ რჩება. ლეღვის ხეს ზოგიერთი კომპლექსიც ახასიათებს. ყველგან და ყოველთვის თავს კარგად არ გრძნობს. ითხოვს ცხოვრებისეულ სივრცეს და სითბოს.
მუხა 21 მარტი
სიცოცხლით სავსეა, ძალ-ღონით და სილამაზით გამორჩეული. მასში სისუსტის ნატამალიც კი არ არის. დიდებული და ღირსებით სავსე მოძრაობები ახასიათებს და ეს სოლიდურობა ადამიანებში მისდამი პატივისცემას ბადებს.
არყის ხე 24 ივნისი
მოქნილი და არისტოკრატულია, საყვარელია თანაცხოვრებაში. წარმატებით სარგებლობს, არასდროს იყენებს ბოროტად თავის კარგ თვისებებს, შეუძლია იყოს დელიკატური და თავშეკავებული, არავის ახვევს თავის სიმპათიებს და განწყობას.
ზეთისხილი 23 სექტემბერი
მომხიბვლელობა არ აკლია. ხშირად აწუხებს რევმატიზმი, ძლიერ უყვარს მზე. გაწონასწორებული და მშვიდია, არ არის აგრესიული, არ სურს გაირთულოს ცხოვრება. მომთმენია, თუმცა აქვს საკუთარი შეხედულებები ცხოვრებაზე.
წიფელი 21- 22 დეკემბერი
აშოლტილი და ლამაზია. მიეკუთვნება იმათ, ვინც ღრმა სიბერემდე აღწევს და ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რომელიც ახალგაზრდობას ახასიათებს. მას შეუძლია შეინარჩუნოს კარგი ფორმა, მოხერხებულობა და მოქნილობა მოძრაობის დროს. ყოველთვის მოვლილია. თუ სასურველ გარემოში მოხვდება, ნებისმიერ სფეროში აღწევს წარმატებას.