05 სექტემბერი, 2015
როგორ შეიცვლება სამყარო თუ ხორცს აღარ შეჭამთ...
დიდიხანია, რაც კაცობრიობისთვის ხორცი ხშირი განხილვის თემაა. ზოგიერთი ვეგეტარიანელიც ხდება იმ იდეით, რომ ჯანმრთელობას უფრთხილდება და უდანაშაულო ცხოველებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ბევრი კი სიამოვნებით მიირთმევს ხორცს და მის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.

ახლა კი გაიგეთ რას ფიქრობენ მეცნიერები - რა მოხდება თუ ადამიანები ხორცზე უარს იტყვიან:

1. გაუმჯობესდება ეკოლოგია

ჯერ კიდევ 2009 წელს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ პირუტყვს 30%-ით შევამცირებთ, 2030 წლისთვის სოფლის მეურნეობის სექტორი ატმოსფეროში 50%-ით ნაკლებ ნახშირორჟანგს გაუშვებს. ამის გამო გულის დაავადებებით სიკვდილიანობის
რიცხვი წელიწადში 18 ათასი ადამიანით შემცირდება.

2. წყალი ყველასთვის საკმარისი იქნება

სტოქჰოლმის უნივერსიტეტის განცხადებით თუ კაცობრიობა ამ ტემპით განაგრძობს და არ შეცვლის რაციონს, 2050 წლისთვის 9 მილიარდი ადამიანისთვის საკმარისი წყალი აღარ იქნება. წყალი იმ შემთხვევაში გვეყოფა, თუ რაციონში ხორციანი საკვები 5%-ით შემცირდება.

3. ყველა დაპურდება

მეცნიერები შიმშლის ერთ-ერთ მიზეზად ხორცის ჭამას ასახელებენ. სტატისტიკის მიხედვით დღეს მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი შიმშილობს. ამასთან აშშ-ში პირუტყვს სოიოთი და სიმინდით კვებავენ. გაირკვა, რომ ეს საკვები მინიმუმ 800 მილიონ მშიერ ადამიანს დააპურებს.

4. ხორცი და მოგება

მსოფლიოში ადამიანების რაოდენობაზე ორჯერ მეტი, 17 მილიარდი ფერმის პირუტყვი არსებობს. მათ კვებას კი ბევრი საკვები სჭირდება. ამასთან 10 კგ შეჭმულ მარცვლეულზე, მხოლოდ 1 კგ ხორცი მოდის.

5. ხორცის შემცვლელები

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისგან ხელოვნური ხორცის შექმნა შეძლეს, მაგრამ ხორცის მოყვარულებისთვის ეს ძვირი სიამოვნება იქნება და დაახლოებით 300$ ეღირება. გარდა ამისა 100 წლის შემდეგ შესაძლოა ხორცი დელიკატესი გახდეს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ხორცს მწერები ჩაანაცვლებს. რამდენიმე კომპანია ხორცის ნაცვლად უკვე აწარმოებს ხოჭოებს, მცენარის მატლებსა და კალიებს.

ცნობილი ადამიანები ხორცზე:

ბერნარდ შოუ - "ექიმები, რომლებიც დიდხანს მაწვალებდნენ და მარწმუნებდნენ, რომ ხორცის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი, უკვე დიდი ხანია დაიხოცნენ".

მაჰათმა განდი - "დიდება და საზოგადოების მორალური პროგრესი, ადამიანების ცხოველებთან მიდგომით გამოიხატება".

ჰენრი დევიდ ტორო - "ეჭვიც არ მეპარება, რომ ხორცზე უარის თქმით კაცობრიობის ბედისწერა სწორ გზას დაადგება".

ვინსენტ ვან გოგი - "მას შემდეგ, რაც სამხრეთ საფრანგეთის სასაკლაო ვიხილე, ხორცის ჭამა შევწყვიტე".

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
kuku
თუ ხორცს მაინც ვერ ჭამს უმეტესობა, სამაგიეროდ ეს უმეტესობა ჯანმრთელი ყოფილა. ვაი თქვენ ლოგიკას?
15:53 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
კახი
საქართველოში უკვე მოსახლეობის 60 პროცენტი ვეღარ ჭამს ხორცს, უბრალოთ ფული არა აქვთ.
18:57 / 05-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS