04 სექტემბერი, 2015
5 თვისება, რომელიც მამაკაცის თვალში მიმზიდველს გხდით
რა თქმა უნდა, მამაკაცები დიდ ყურადღებას აქცევენ როგორ გამოიყურება ქალი, მაგრამ მათთვის არა ნაკლებ მნიშვნელოვანია მისი ხასიათი. კაცები ერთხმად აღიარებენ , რომ არსებობს თვისებები, რომელიც ადვილად ხიბლავთ მათ:

1. სიმამაცე

სიმამაცეში ისინი არ გულისხმობენ მსოფლიოს გადარჩენას ან უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრას. მამაკაცები აფასებენ ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ რისკზე წასვლა. თვლიან, რომ მამაცი ქალები ძალიან მიმზიდველები და საინტერესოები არიან.

2. სიყვარულის უნარი

ქალი, რომელსაც სიყვარულის უნარი აქვს შეიყვარებს მამაკაცის ოჯახისწევრებს. ყველა კაცი ოცნებობს, რომ მის მეორე ნახევარს უყვარდეს ქმრის მშობლები,
დედმამიშვილები და ნათესავები. დაივიწყეთ ისტერიკები, თუ რამეს გაწყენინებენ მოითმინეთ, მოგვიანებით კი რბილად და კორექტულად გამოთქვით საკუთარი აზრი.

3. ბინძური საუბრები

გარყვნილი ხართ? ეს ცუდი სულაც არ არის. მამაკაცს ადვილად ნუ გაუშლით თქვენს კარტებს, მაგრამ ფლირტით აგრძნობინეთ, რომ ლოგონში ბევრი შეგიძლიათ. როცა ურთიერთობა სერიოზულ კალაპოტში ჩაჯდება, დაურეკეთ და გამოიწვიეთ, სექსუალური ხმით ესაუბრეთ ინტიმურ თემებზე. შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები და გაუგზავნოთ. თუ მამამაკაცის სექსუალურ ფანტაზიებს აკმაყოფილებთ, სიყვარული მყარი იქნება.

4. შენი ცხოვრება

მამაკაცს არ აინტერესებს, ქალი რომელიც კაცის ცხოვრებით არსებობს. კაცს გვერდით წარმოუდგენია მანდილოსანი, რომელსაც საინტერესო ცხოვრება აქვს. მას მოსწონს როცა ქალი დაკავებულია, მაგრამ მაინც პოულობს სიყვარულისთვის დროს. გამოდით სამზარეულოდან, გაიჩინეთ საქმე, იპოვეთ ჰობი, მოუარეთ თავს, შეხვდით მეგობრებს.

5. ღიმილის ხელოვნება

რა სძულთ ყველაზე მეტად მამაკაცებს? ქალის დაღვრემილი სახე. კაცს თქვენს გარეშეც უამრავი საზრუნავი აქვს. იგი ეძებს ადამიანს, რომელიც განწყობას აუმაღლებს და გააცინებს.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS