ვერძი ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებს, თანაც მაშინვე, ამაყად და ჩუმად.
კურო
კურო ჯერ თავად გადაჭრის, შემდეგ კი ყველას მოუყვება. თავი რომ დაიზღვიოს - გაზეთშიც დაწერს.
ტყუპები
ისინი საქმეს გაინაწილებენ. ეცდებიან პრობლემა ვერძს გადააბარონ, ხოლო თუ ვერძი ვერ დაითანხმეს, მაშინ მშვილდოსანს მიმართავენ.
კირჩხიბი
ის წინასწარ დაიწყებს ტირილს, და ვიდრე გაჩერდება ვიღაც საკუთარ თავზე აიღებს მთელ პრობლემასა და მათ წუწუნს. თუ არავინ დაეხმარება, თვითონაც შესანიშნავად გაუმკლავდება. სრულიად გაუგებარია წუწუნი რა საჭირო იყო.
ლომი
ლომი ყველას მოიხმობს. პრობლემას
ქალწული
ქალწული განაწყენდება, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს პრობლება დაუგეგმავად გამოჩნდა. დაფიქრდება, გამოსავალს იპოვის, მოაგვარებს და დასკვნებსაც გააკეთებს.
სასწორი
ის კარგად აწონ-დაწონის პრობლემას. გადაწყვეტს რომ პრობლემა ზედმეტად დიდია და პასუხისმგებლობას ლომს ან ვერძს გადაულოცავს.
მორიელი
მორიელი შეხედავს, მხიარულად დააყოლებს "გამომივიდა ესეც პრობლემა!" და დაივიწყებს.
მშვილდოსანი
ის ჯერ განაწყენდება, მერე გამხიარულდება, შემდეგ ბევს იცინებს საკუთარ თავზე და პრობლემაზეც, ყველას მოუყვება, რომ ცხოვრებაში უფრო დიდ პრობლემებს გამკლავებია და დაივიწყებს. თუ პრობლემა არ მოგვარდება, კვლავ ლომს მოუწევს მისი გადაჭრა.
თხის რქა
ცდილობს მაშინვე აარიდოს თავი. გამოაცხადებს, რომ უბრალოდ არ სურს. 90 % შემთხვევაში რატომღაც საერთოდ არ აინტერესებს. თუ დაინტერესედება - ყველაფერს ყველაზე უკეთ მოაგვარებს.
მერწყული
მერწყული სიხარულით შეისწავლის პრობლემის არსს. შემდეგ წიგნს დაწერს. თუ მსგავსი პრობლემა მანამდეც შემთხვევია - მოიწყენს და ტყუპებს დაუძახებს. ამით პრობლემას მაინც ვერ აირიდებს, მაგრამ გამხიარულდება.
თევზები
კირჩხიბისგან განსხვავებით, თევზები ჩუმად ტირიან. ამიტომ პრობლემები გამუდმებით აქვთ, ყველაფერს თავად წყვეტენ და არასდროს არავინ ეხმარება, ამას უკვე აღარც ელოდებიან.
ანა ვერძაძე