თუ გსურთ ადამიანი კარგად გამოსცადოთ და გაიგოთ მისი ყველაზე ეგოისტური თვისებები - აუცილებლად იმოგზაურეთ ერთად.
1. მოგზაურობა კარგად წარმოაჩენს ადამიანის დადებით თუ უარყოფით თვისებებს
შესაძლოა პირველი ერთობლივი მოგზაურობა სულაც არ მოგეწონოთ. ამ დროს ადამიანი კარგად ავლენს ეგოისტურ თვისებებს, გარდა ამისა ძალიან მგრძნობიარე ხდება, ამიტომ კარგად გაერკვევით რამდენად კომფორტულად გრძნობთ მასთან თავს.
2. თუ მასზე დაქორწინებას აპირებთ, ერთად დისკომფორტშიც კი კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს
სხვა ქვეყანაში
3. მოგზაურობისას უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს
მოგზაურობა ორივე პარტნიორს ჩვეულ გარემოს წყვეტს და მათი ყურადრება მხოლოდ ერთმანეთისკენაა მიმართული. თუ დიდი ხანია მგზავრობთ, ამ დროს კი თავს უფრო ბედნიერად გრძნობთ, ვიდრე ჩვეულებრივ, ე.ი. თქვენ ნამდვილად ეწყობით ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაფიქრება მოგიწევთ, აკეთებთ თუ არა სწორ არჩევანს.
4. ხასიათის გამოცნობა
ნახეთ როგორ იქცევა სტრესის დროს, თუ აღმოაჩინა რომ საკმარისი სამოსი არ აქვს ან რაიმე ნივთს დაკარგავს. თუ ფრენას რამდენიმე საათით გადადებენ, დააკვირდით - ნამდვილ ელექტრო შოკს ემსგავსება თუ ისეთივე მშვიდია.
5. მოგზაურობა გაჩვენებთ რამდენად დამოუკიდებელია
მოგზაურობა, საუკეთესო ხერხია გაარკვიოთ რამდენად დამოუკიდებელია თქვენი პარტნიორი.
არიან ბიჭები, რომლებსაც ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, გაბედული გოგონები მოსწონთ. ზოგიერთს კი არ მოსწონს.
ამიტომ არჩევანი თავად გააკეთეთ, როცა ნახავთ რამდენად კომფორტულად გრძნობს გოგონა თავს სხვა ქალაქში, ტყეში თუ ველურ პირობებში. გაიგეთ რამდენად შეძლებს აჰყვეს თქვენი აქტიური ცხოვრების რიტმს.
ნუ დაქორწინდებით ადამიანზე, ვისთან ერთადაც არასდროს გიმოგზაურიათ.
ანა ვერძაძე