„მომწყდით თავიდან! უკანასკნელი სიტყვები შტერებისთვისაა მოგონილი, ვისაც ყველაფერი არ უთქვამს!“ - ასე უპასუხა კარლ მარქსმა მოახლის შეკითხვას, სურდა თუ არა რაიმეს წარმოთქმა სიკვდილის წინ.
„მეფე ფეხზე დამდგარი უნდა მოკვდეს!“ - თქვა საფრანგეთის მეფე ლუი XVIII-მ. საქმე ისაა, რომ მეფეს წითელი ქარი ჰქონდა, რის გამოც მთელი ზრდასრული ცხოვრება ინვალიდის
„სიკვდილი, ძვირფასო? ეს უკანასკნელი იქნება, რასაც გავაკეთებ!“ - ცნობილმა კომიკოსმა მსახიობმა გრაუჩო მარკსმა მეუღლეს ეს დაპირება მისცა, რომელიც, რა თქმა უნდა, შეასრულა.
„ვინც მხარს უჭერს ტელეკომპანია ჩჰანნელ 40"ს-ის პოლიტიკას - თქვენამდე მოიტანოს ცხელ-ცხელი მკვლელობები და სისხლი კაშკაშა ფერებში, ახლა თვითმკვლელობას იხილავს“ , - ეს სიტყვები წარმოთქვა 30 წლის კრისტინ ჩაბაკიმ, რომელმაც ღია ეთერში მოიკლა თავი. ხელმძღვანელობა რეპორტიორებისგან რაც შეიძლება მეტ მანიაკურ, სადისტურ სცენას ითხოვდა, სა-დაც იქნებოდა ბევრი სისხლი და მკვლელობა. კრისტინმა სწორედ ეს გააპროტესტა - ამგვარი ტრაგიკული ფორმით.
„ახლა კი შემიძლია მცოცავი ქვიშების გადალახვა“ , - თქვა ფრენკ ბაუმმა, ავტორმა წიგნისა „ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან“ . მცოცავი ქვიშები გაუვალი უდაბნოა, რომელიც ოზის ქვეყანას არტყია გარს.
„თამაში დამთავრდა, აპლოდისმენტები!“ - ამ სიტყვებით დაასრულა სიცოცხლე რომის იმპერიის მმართველმა ცეზარ ავგუსტუსმა.
„მე და ჩემი მეორე მე სასიკვდილოდ ვიბრძვით დუელში. რომელიმე ჩვენგანი უნდა წავიდეს“ , - ოსკარ უაილდი.
„ნუ აფუჭებთ ჩემს წრეებს!“ - თქვა ბერძენმა მათემატიკოსმა არქიმედემ, რომელიც რომაელებმა ქვიშაზე გეომეტრიული თეორემების ხაზვისას მოკლეს.
„მაშ ასე, ბატონებო, თქვენ ახლა შემწვარ ვაშლს ნახავთ“ , - გამოაცხადა ჯორჯ ეპლმა, რომელსაც მკვლელობისთვის ელექტროსკამზე სიკვდილი მიუსაჯეს.
„სიკვდილის გემო ჩემს ტუჩებზეა... მე ვგრძნობ რაღაცას, რასაც სრულიად არ აქვს კავშირი ამ სამყაროსთან“ , - ეს კი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა თქვა, რომელიც 1791 წელს ვენაში გარდაიცვალა, 35 წლის ასაკში.
ჟურნალი „რეიტინგი“