26 აგვისტო, 2015
გგონიათ ზუსტად იცით რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშანი? – სამწუხაროდ, ცდებით...
დაჯექით, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ სიახლისთვის.

ბი-ბი-სი-ს ცნობით, 86 %-იანი მტკიცებულება არსებობს, რომ თქვენ არ დაბადებულხართ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ, რომელიც გგქონიათ.

ბი-ბი-სი აცხადებს:

"ციური სხეულების რუკა, რომელზეც თანავარსკვლავედია განლაგებული, 2000 წლის წინ შეიქმნა და ის ისეთივეა როგორც 20 საუკუნის წინ იყო. მაგრამ არის ასეთი ასტრონომიული მოვლენა, როგორც ზეციური სხეულების "დრიფტი". ამ წლების განმავლობაში, მათი განლაგება შეიცვალა".

ზოდიაქოს ნიშნები იგივე დარჩა, მაგრამ მათი განლაგება შეიცვალა.

ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ვარსკვლავური ცის ახალი ინტერაქტიული რუკა შეადგინეს, სადაც
პასუხს აუცილებლად იპოვით.

ზოდიაქოს ნიშანთა ახალი წყობა:

19 დეკემბერი - 20 იანვარი: მშვილდოსანი;

21 იანვარი - 16 თებერვალი: თხის რქა;

17 თებერვალი - 12 მარტი: მერწყული;

13 მარტი - 18 აპრილი: თევზები;

19 აპრილი - 14 მაისი: ვერძი;

15 მაისი - 21 ივნისი: კურო;

22 ივნისი - 20 ივლისი: ტყუპები;

21 ივლისი - 10 აგვისტო: კირჩხიბი;

11 აგვისტო - 16 სექტემბერი: ლომი;

17 სექტემბერი - 31 ოქტომბერი: ქალწული;

1 ნოემბერი - 23 ნოემბერი: სასწორი;

24 ნოემბერი - 29 ნოემბერი: მორიელი.


თუმცა ეს ყველაფერი არ არის!

არსებობს მეცამეტე ზოდიაქოს ნიშანი. თუ თქვენი დაბადების თარიღი 26 ნოემბერი - 18 დეკემბრის შუალედშია, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი რიგით მეცამეტე - გველმჭერია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ციცინო
ნაğდატ დაუმტკისეტ ხალხს და ისოდენ სიმარტლე ზოდიაქოოებზე
15:20 / 01-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS