სინანულით გავიქნიე თავი და ვთხოვე ჩამომჯდარიყო - ვიცოდი, ყველა ექიმი დაკავებული იყო და ერთ საათზე ადრე ვერ მიიღებდნენ. ნაღვლიანი თვალებით დასცქეროდა საათის ისრებს... გადავწყვიტე, თავად მიმეღო პაციენტი - იმ მომენტში არაფრით ვიყავი დაკავებული.
თითი დავუთვალიერე. ჭრილობა კარგად შეხორცებულიყო. ერთ-ერთ ექიმს ვთხოვე
თავი ვერ შევიკავე და ვკითხე:
- ალბათ, შეხვედრა გაქვთ დანიშნული, ასე რომ ჩქარობთ?
- არა, მთლად მასე არ არის საქმე. უბრალოდ, საავადმყოფოში მეჩქარება, ავადმყოფ ცოლს უნდა ვაჭამო საჭმელი.
დავინტერესდი, რა სჭირდა მის ცოლს. მოხუცმა კაცმა მიპასუხა, რომ მის მეუღლეს ალცჰაიმერის დაავადება აღმოაჩნდა.
სანამ ვლაპარაკობდით, მოვასწარი ნაკერების მოხსნა და ჭრილობის დამუშავება. საათს დავხედე და ვკითხე, ხომ არ იღელვებდა მისი ცოლი, ქმარს რომ ცოტათი შეაგვიანდებოდა. ჩემდა გასაოცრად, თანამოსაუბრემ მიპასუხა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცოლი ვეღარ ცნობდა.
- ისიც კი არ იცის, ვინ ვარ მე მისთვის, - დასძინა მშვიდი ხმით.
გაოცებულმა წამოვიძახე:
- და თქვენ მაინც მიდიხართ იქ ყოველ დილით, მიუხედავად იმისა, რომ მან არც კი იცის, ვინ ხართ?
სევდიანად გამიღიმა და მამაშვილურად მომითათუნა მხარზე:
- მან არ იცის, მე ვინ ვარ, მაგრამ მე ხომ ვიცი, ვინ არის ის.
ჟურნალი „რეიტინგი“