24 აგვისტო, 2015
რატომ არიან ცხარე კერძების მოყვარულები - საუკეთესო საყვარლები და ქმრები
ცხარე საკვების მოყვარულ მამაკაცებს ბევრი ტესტოსტერონი აქვთ.

ფრანგული კვლევების თანახმად, საშუალოზე მეტი ტესტოსტერონის მატარებელ მამაკაცებს უყვართ ცხარე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წიწაკის მოყვარულებს მეტად აქვთ სექსის მოთხოვნილება. გარდა ამისა, მამაკეცი, რომლებსაც ცხარე უყვართ დიდხანს ცოცხლობენ.

აღმოჩნდა, რომ მათ ვინც ყოველდღიურად ჭამს ცხარე საკვებს, 14% -ით მეტი შანსია, რომ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლონ. ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით, გულის და რესპირატორული დაავდებებით.
ამბობენ, რომ მწარე ცხიმის წვაშიც გეხმარებათ. ჩინური ხალხური მედიცინის თანახმად კი ებრძვის ინფექციას, ასტიმულირებს თირკმლების, ფილტვებისა
და გულის მუშაობას.

ისინი ხშირად რისკავენ და სვამენ შამპანურსაც

როგორც წესი, ცხარე საკვების მოყვარულები ხშირად რისკავენ და მეტსაც გამოიმუშავებენ - ამტკიცებს დიეტოლოგიის დოცენტი - ნადია ბარნსი. პასუხის საპოვნელად კი მან ნეირომეცნიერებასა და ფსიქოლოგიას მიმართა.

დადგინდა, რომ თავგადასავლების მოყვარულ ქალებს ერთი საერთო აქვთ ისინი სხვაგვარად აღიქვამენ გემოს. უყვართ მარილინი და ცხარე საკვები. უპირატესობას მშრალ ღვინოს ანიჭებენ.
რა კავშირია სიმწარესა და რისკიანობას შორის ჯერ კიდევ გასარკვევია. კვლევები კი კვლავ გრძელდება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS