ეს უგემრიელესი კოქტეილი ღრუბლიან და წვიმიან ამინდში, გაგიუმჯობესებთ განწყობას. ბანანისა და შოკოლადის ნარევი ოპტიმიზმით დაგმუხტავთ, ვანილისა და დარიჩინის არომატი კი შედეგს მეტ სიმძაფრეს შესძენს.
შემადგენლობა:
- 500 მლ რძე
- 1 ბანანი
- 1 ვანილი
- 50 გრ მწარე შოკოლადი
- დაფქული დარიჩინი
შეაცხელეთ რძე, დაუმატეთ ვანილი.
დააბლენდერეთ ბანანი და დაუმატეთ თბილ რძეს.
დატეხეთ შოკოლადი, ჩაყარეთ სასმელში და ურიეთ ვიდრე შოკოლადი არ დადნება.
როცა კოქტეილი ერთგვაროვან მასად იქცევა, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გადაასხით ჭიქებში.
მზა
გემრიელად მიირთვით.
ანა ვერძაძე