24 აგვისტო, 2015
8 ნიშანი ნარცისის ამოსაცნობად
ხშირად გვირჩევენ, რომ კარგად დავფიქრდეთ სანამ ადამიანი შეგვიყვარდება, რადგან თუ შეგვიყვარდა მის ნაკლოვანებებს ვეღარ დავინახავთ. აღიარებული ფაქტია, რომ ნარცისები განსაკუთრებულ შარმს ფლობენ (სანამ საკუთარ მიღწევებზე დაიწყებენ მომაბეზრებელ ტრაბახს.), თუმცა მათთან ერთად დროის გატარება მაინც დამღლელი და მომაბეზრებელია. თუ ნარცისი შეგიყვარდათ ტანჯვისთვის ხართ განწირული. ამ სტატიაში მოცემული 8 ნიშანი, ნარცისის ამოცნობაში დაგეხმარებათ.

1. ვერასდროს აღიარებენ, რომ შეცდნენ

ნარცისი გონებაში არც კი დაუშვებს, რომ შეცდა... მაგრამ თუ ეს სასწაული მოხდა და გაიფიქრა, რომ მტყუანია, მაინც არ აღიარებს. არ
დაელოდოთ მისგან მობოდიშებას.

2. ავადმყოფურად ეჭვიანობს ყველასა და ყველაფერზე

ეჭვიანობა ნარცისების აუცილებელი თავისებურებაა. თუ ის გიკრძალავთ მამაკაცებთან საუბარს, მათ მანქანაში ჩაჯდომას, სხვასთან ცეკვას ან მიმოწერას, საქმე გაქვთ ტიპურ ნარცისთან.

3. საუბარს მკაცრად აკონტროლებენ

საუბარი ეს არის ორ ადამიანს შორის აზრების გაცვლა-გამოცვლა. თუ ის მუდამ ლაპარაკობს და ნაკლებად ინტერესდება თქვენი აზრით, დროულად დაამთავრეთ ურთიერთობა.

4. ისინი სიკეთეს სისუსტესთან აიგვებენ

ნარცისები სიკეთის კეთებას ერიდებიან რადგან სჯერათ, რომ ეს სისუსტის გამოვლინებაა.

5. ისინი დარწმუნებულები არიან რომ შენზე გაცილებით ჭკვიანები არიან

ნარცისი მისდაუნებურად გაგრძნობინებთ, რომ ის გენიოსია, თქვენ კი -
ჭკუათხელი. მაშინაც კი თუ IQ ტესტში მასზე მაღალი მაჩვენებელი გექნებათ, ის ეცდება დაგიმტკიცოთ რომ შედგეები არასწორია.

6. ადვილად ბრაზდება წვრილმანებზე

თუ პაემანზე ათი წუთით დააგვიანებთ ნარცისი გეჩხუბებათ და შეიძლება მეორეჯერ აღარც დაგირეკოთ.

7. არ აქვთ მადლიერების გრძნობა

რა სიკეთეც არ უნდა გააკეთოთ ნარცისი ყოველთვის ჩათვლის, რომ თქვენ სხვანაირად მოქცევა არც შეგეძლოთ. არც მადლობას გადაგიხდით.

8. ყოველთვის ახსოვს რა შეგეშლა და არასდროს - რა გააკეთე სწორად

ნარცისი ხშირად შეგახსენებთ, რომ ოდესღაც რაღაც შეგეშალათ, მაგრამ არასდროს შეგაქებთ სწორი გადაწყვეტილებისთვის. მას სიამოვნებას ანიჭებს თქვენი გაკრიტიკება.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS