1. ისინი ძალიან ორგანიზებულები არიან
ინჟინრები აკონტროლებენ თავიანთ ცხოვრებას, დროის მენეჯმენტის ოსტატები არიან, სწრაფად პოულობენ გამოსავალს პრობლემებიდან, რთულ გზებს ადვილი გზებით ცვლიან.
2. იციან როგორ განმუხტონ სიტუაციები
მათი სამსახური ითვალისწინებს ფსიქოლოგიურ გამოცდებს. ინჟინრები მართავენ ემოციებს და სამსახურში გამომუშავეულ უნარ-ჩვევებს პირად ურთიერთობებშიც იყენებენ. თუ თქვენ ბოლო ხმაზე კივით, ის არ აგყვებათ ყვირილში. წყნარად
3. ყურადღებიანები არიან
პროფესია ინჟინრებისგან მოითხოვს პედანტობას, ისინი გასნაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ყველა დეტალზე. კაცების უმეტესობა იმასაც კი ვერ ამჩნევს, რომ ქალმა ჩოლკა შეიჭრა ან ახალი სტილის ვარცხნილობა აქვს, ინჟინერი კი ხვდება რომ პარფიუმი შეიცვალეთ ან წარბი გაიკეთეთ სხვაგვარად.
4. არაჩვეულებრივი მასწავლებლები არიან
ინჟინრები მიღებულ ზღვა ინფორმაციას ლაკონურად და სხვებისთვის გასაგებად გადმოსცემენ, ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსია. ყოველთვის,როცა რაიმეს სწავლა მოგიწევთ, შეგიძლიათ მას მიმართოთ! ინჟინერი არაჩვეულებრივი მამაა. რეპეტიტორებიში ფულის ხარჯვა არ მოგიწევთ, რადგან მამიკო მუდამ მზად იქნება დახმარებისთვის.
5. კრეატიულები არიან!
მითი, რომ თითქოს ინჟინრები მათემატიკის გარდა ვერაფერზე ფიქრობენ, დიდი ხანია დაიმსხვრა. ინჟინრებს ყოველდღე კრეატიული იდეების მოფიქრება უწევთ. შესაბამისად ის თქვენ არასდროს მოგაწყენთ, სულ გაგაოცებთ და გაგახარებთ. რაც შეეხეეხება სექს... როგორ გგონიათ ადამიანი,რომელიც სამუშაოს კრეატიულად უდგება, სექსში მხოლოდ ერთ პოზას შემოგთავაზებთ?
6. ისინი არ არიან ზარმაცები
იცოდით რომ ინჟინრები მაშინაც კი არ ისვენებენ, როცა შვებულება აქვთ? ისინი ყოველთვის მუშაობენ, შაბათ-კვირასაც. მამაკაცი, რომელიც ამდენად შრომისმოყვარეა, არასდრს იცხოვრებს თქვენს ხარჯზე.
რადა მახარაძე