20 აგვისტო, 2015
რატომ უნდა იძინოთ მარცხენა მხარეს - სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია
ყველასთვის ცნობილია, რომ ძილი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის.
მაგრამ ძილის პოზა არანაკლებ მნიშვნელოვანია და მასზეა დამოკიდებული კანის სიჯანსაღე, წონა, ენერგიულობა და ჯანსაღი ფსიქიკა.

კარგი ძილისთვის, უნდა დაწვეთ მარცხენა მხარეს და გახსოვდეთ, რომ ამ პოზაში ძილი თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს.

თითოეული პოზა თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება

ზურგზე წოლა საშიშია -
განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჰაერის უკმარისობა ან ასთმა აწუხებს.

წოლის ერთადერთი უსაფრთხო პოზიცია - მარცხენა მხარეს ძილია.

საქმე იმაშია, რომ სხეულის მარცხენა მხარესაა ლიმფური კვანძების უმრავლესობა და როცა
ამ მხარეს გძინავთ, სხეული ეფექტურად ფილტრავს ტოქსინებს და ა.შ.

მარჯვენა მხარეს წოლისას კი ფერხდება თქვენი ლიმფური სისტემა. ამ დროს ორგანიზმის წმენდა ვერ ხერხდება და საბოლოოდ სასიკვდილო დაავადებებამდე მიჰყავხართ.

დადგენილია, რომ მარცხენა მხარეს წოლისას კარგად მუშაობს მომნელებელი სისტემაც. ასე რომ თუ ღამით ჭამა გიყვართ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც.

რამდენიმე ხერხი როგორ გაითავისოთ მარცხენა მხარეს ძილის ჩვევა:

- დაწექით მარცხენა მხარეს და კიდევ ერთი ბალიში ზურგს უკან დაიდეთ;

- სცადეთ საწოლის მეორე მხარეს დაწოლა;

- საწოლის მარჯვენა მხარეს გენთოთ დაბალი შუქი, რაც ინსტიქტურათ შეგაცვლევინებთ პოზას.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
დიანა
საინტერესოა ☺️☺️
14:13 / 20-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS