18 აგვისტო, 2015
მაგიური ბრინჯით ჩატარებული რიტუალი სურვილების ასასრულებლად - შედეგი არ დააყოვნებს.
ყველასგან საიდუმლოდ, ყოველდღიურად ჩაატარეთ შემდეგი რიტუალი:

სუფთა, პატარა, მინის ქილას შემოახვიეთ მუქი ქსოვილი, დაახურეთ პლასტმასის საცობი და დამალეთ მიუწვდომელ ადგილას. დღეში ერთხელ (უმჯობესია დილით) გამოიღეთ ქილა და რიგრიგობით ჩაყარეთ 7 ც ბრინჯის მარცვალი, თან გაიმეორეთ:

- პირველ მარცვალს ჩემს სიმტკიცეს და ძალას ვმატებ;

- მეორე მარცვალს სიძლიერეს და სულის სიმტკიცეს;

- მესამე მარცვალს ლერწამივით მოქნილობას;

- მეოთხე მარცვალს ჩემი ხელშეუხებლობის ნიშნად ვაგდებ, რათა უხილავმა ძალებმა ზიანი ვერ მომაყენოს;

- მეხუთე მარცვალს საკუთარ ჯანმრთელობას ვანდობ;

- მეექვსე მარცვალს სასიცოცხლო ძალის მონიჭებისთვის გავცემ,
რათა ჰარმონიულად ერწყმოდეს სხეულის თითოეული ნაწილი ერთმანეთს;

- მეშვიდე მარცვალს სულიერი ბალანსისთვის ვდებ, სიფხიზლის, სამართლიანობისა და გამბედაობისთვის.

რაც უფრო იზრდება მარცვლების რაოდენობა, მით უფრო მალე აგიხდებათ სურვილები;

როცა ქილა ბრინჯით შეივსება, მოხარშეთ უმარილოდ, და მიიღეთ დღის განმავლობაში 1-2 კოვზი. ამ დღეს სითხის გარდა, ნურაფერს მიიღებთ.

სულ უფრო მეტად იგრძნობთ ენერგიისა და სიხარულის მატებასა.

ამ რიტუალის ჩატარება სისტემატურად შეგიძლიათ. შედეგი არ დააყოვნებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნი-ნია
ჭამეთ "შელოცვილი "ბრინჯი :DDD რა ხელზე და რა განწყობითაც "შეუკვეთავ",საკუთარ თავს დააბრალე:))) სულის მხნეობა-განახლებისთვის არსებობს ლოცვები !
20:16 / 30-05-2016
გამოხმაურება / 0 /
რიტუალის ჩატარება სისტემატურად შეგიძლიათ. შედეგი არ დააყოვნებს.
ამას სხვაგვარად თვით ზომბირება ჰქვია !
19:01 / 21-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მე უფრო რეალურს გასწავლით
ყოველ დილით პირჯვარი გადაიწერეთ და უფალს მხნეობა შესთხოვეთ შედეგი არ დააყოვნებს
17:07 / 18-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS