14 აგვისტო, 2015
მელოტი მამაკაცები საუკეთესო პარტნიორები არიან - 6 დამამტკიცებელი საბუთი
იყო მელოტი ნიშნავს იყო სექსუალური... ამ მოსაზრებას ამტკიცებენ: ჯეისონ სტეტჰამი, ბრუს ვილისი, ჯეფ ბეზოსი და ანდრე აგასი. მელოტ კაცებს ახასიათებთ განსაკუთრებული ცეცხლი, მუხტი და ენერგია. ძალიან მარტივი მისახვედრია რომ მელოტი კაცი სწორედ ის არის, ვისაც ნებისმიერი ჭკვიანი ქალი ეძებს. რატომ?

1. მათ სერიოზული შესახედაობა აქვთ

მელოტ მამაკაცებს საქმიანი იერი აქვთ. საოგადოებაში მათთან ერთად გამოჩენა პრესტიჟულია.

2. ისინი მიდრეკილები არიან დომინანტობისკენ

გამოკითხვის თანახმად, ქალები რომლებიც მელოტ მამაკაცებთან ერთად არიან თავს უფრო დაცულად გრძნობენ. მამაკაცი ქალი საყრდენი უნდა იყოს.

3. ისინი სტაბილურები არიან

მელოტები დღის ყველა ნაწილში ერთნაირად გამოიყურებიან. მათი დასავარცნი თმა ვერ შეგაშინებთ თუ გვიან ღამით გაგეღვიძებათ. ასევე არ გარბიან წამდაუწუმ სარკესთან რომ თმა გაისწორონ.

4. ისინი მიჯაჭვულები არ არიან მოდურ ტენდენციებზე

მელოტი მამაკაცები არ დარდობენ, რომ მათი ვარცნილობა რომელიმე ჩაცმულობას ან ტრენდს არ შეეფერება. დროს უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრს უთმობენ.

5. ისინი სტილისტთან სიარულში ფულს არ ხარჯავენ

რა სჯობს იმ მამაკაცთან ერთად ყოფნას, რომელიც ფულს თქვენს სურვილებს ახარჯავს? მელოტი კაცი ყვავილებს გიგზავნით იმის მაგივრად, რომ სალონში წავიდეს.

6. ისინი დიდხანს არ ბანაობენ

თუ თქვენ გეჩქარებათ, საყვარელმა მამაკაცმა კი აბაზანაში შეგასწროთ, მოგიწევთ მინიმუმ 20 წუთი ელოდოთ მის გამოსვლას. მან თმაზე შამპუნი ორჯერ უნდა წაისვას, შემდეგ ტანი გაიქაფოს და ჩამობანის შემდეგ გაიმშრალოს. მელოტ მამაკაცს თმაზე დროის ხარჯვა არ სჭირდება და სააბაზანოც 6-8 წუთში თავისუფალია.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანანა
სისულელეა ეს ყველაფერი, ჩემი მეუღლე დიდი ხანია მელოტია, მაგრამ ცხოვრება უკვე ჯოჯოხეთად მიქცია.
12:20 / 19-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS