11 აგვისტო, 2015
საზაფხულო ლიმონათების რეცეპტები - უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელები
ლიმონათი ლაიმითა და პიტნით

მომზადების წესი:

1. გამოწურეთ ლაიმის წვენი
2. მოათავსეთ ბლენდეღრში პიტნის ფოთლები, ლაიმის წვენი და შაქარი
3. გააზავეთ წყალში და დაუმატეთ ყინული

ინგრედიენტები:

1 ლ წყალი
1 ლაიმი
5-6 ფოთოლი პიტნა
შაქარი გემოვნებით
ყინულის ნატეხები

ლიმონათი მარწყვისა და ბაზილიკასგან

ინგრედიენტები:

250 გრ მარწყვი
მწვანე ბაზილიკას 4 მცირე ტოტი
1 ღერო პიტნა
2 სუფრის კოვზი შაქარი
330 მლ სოდიანი წყალი
500 მლ მინერალური ცივი წყალი
2 ცაცხვი
1 ლიმონი

ყინულის ნატეხები

მომზადების წესი:

1. მარწყვი დაჭერით პატარა
ნაწილებად,
2. მინერალურ წყალს დაუმატეთ სოდიანი წყალი,
3. ოთხად გაჭერით ლაიმი და ლიმონი, ერთი ლაიმი ჩაწურეთ ლიმონათში,
4. ბაზილიკასა და პიტნის ფოთლბი დაკეპეთ,
5. აურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ყინული და გააჩერეთ 15 წუთს,
6. შეგიძლიათ გააფორმოთ მარწყვით.

საზამთროს ლიმონათი

ინგრედიენტები
:

250 მლ წყალი
1 კგ საზამთრო
2 ს.კ შაქარი
2 ლაიმი
4 ღერო პიტნა
1 ლ სოდიანი წყალი
ყინულის ნატეხები

მომზადების წესი:
1. დააბლენდერეთ საზამთრო, წყალი და შაქარი.
2. დაუმატეთ ლიმონის წვენი.
3. შედგით მაცივარში. მიირთვით ცივად, ყინულითა და პიტნის ფოთლებით.

ატმის ლიმონათი მანგოთი

ინგრედიენტები:

1 ტკბილი მანგო
2 ატამი
2 გარგარი
500 მლ ტონიკი
500 მლ ცივი წყალი
1 ს.კ შაქარი
3 ღერო პიტნა
1 ლიმონი

მომზადების წესი:

1. მანგო და ატამი დააბლენდერეთ.
2. გარგარი დაჭერით მცირე ზომებად.
3. ყველაფერი ეს აურიეთ, დაუმატეთ წყალი, შაქარი, პიტნა და ლიმონის წვენი.
4. შეანჯღრიეთ და დაუმატეთ ყინულის ნატეხები.

ლიმონათი გრეიფრუტითა და კინკანით

ინგრედიენტები:

1 გრეიფრუტი
2-3 კინკანი
4 ღერო პიტნა
4 ღერო როზმარინი
330 მლ სოდიანი წყალი
750 მლ ცივი წყალი
ყინულის ნატეხები
შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გამოწურეთ გრეიფრუტის წვენი, დაუმატეთ პიტნა, სოდიანი წყალი და აურიეთ.
2. გადაიტანეთ შუშის ქილაში და დაუმატეთ ცივი წყალი, დაჭრილი კინკანი, პიტნა, ყინულის ნატეხები და შაქარი გემოვნებით.
3. სასმელში მოათავსეთ როზმარინის ღერო.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS