08 აგვისტო, 2015
ხაჭოს დესერტი - ვანილითა და შოკოლადით (ცხობის გარეშე)
ინგრედიენტები:

- 30 – 40 გრ ჟელატინი
- 2 ჭიქა რძე
- 500 გრ უცხიმო ხაჭო
- 400 გრ უცხიმო არაჟანი ან იოგურტი
- 3-4 ჭიქა შაქარი
- ვანილი გემოვნებით
- 2 ს.კ კაკაო

მომზადების წესი:

1. ჟელატინი შეურიეთ რძეს და 1 -1,5 საათს დაელოდეთ, ვიდრე არ შედედდება. შესქელებული ჟელატინი შემოდგით დაბალ ცეცხლზე და რეგულარულად ურიეთ ვიდრე ბოლომდე არ გადნება.

2. ამ მასას დაუმატეთ შაქარი და ვანილი, კარგად გამოურიეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

3. ხაჭო ან საწურში გაატარეთ ან დააბლენდერეთ. ჟელატინის მასას დაუმატეთ არაჟანი, კარგად
არეულ ხაჭოსთან ერთად.

4. მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნახევარს დაუმატეთ კაკაო და კარგად აურიეთ. მოათავსეთ ფორმაში და შედგით მაცივარში, ან საყინულეში 15 -20 წუთით.

5. როცა პირველი ფენა გამაგრდება, დაუმატეთ მეორე ნაწილი და კვლავ შედგით მაცივარში გამაგრებამდე.

6. როცა დესერტი მთლიანად გამაგრდება, შეგიძლიათ დაჭრათ და ხილით ან შოკოლადით გააფორმოთ.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS