
ქალაქი 1876 წელს დაარსდა. მისი მოსახლეობა 10 000 კაცს შეადგენდა. ქალაქის ინფრასტრუქტურა სწრაფად გაიზარდა, ყოველდღიურად შენდებოდა სახლები. დროთა განმავლობაში ქალაქი დანაშაულის ეპიცენტრად იქცა. დასახლდა ქურდების ბანდა, მეძავები და ნარკოდილერები. ყოველდღიურად ხდებოდა დაპირისპირება. 1940 წელს ოქროს ქალაქი დაცარიელდა. დღეს, ბოდი, ცნობილია როგორც ყველაზე კარგად შემონახული ამერიკის ქალაქ-მოჩვენებებს შორის. ახლა, ეს ისტორიული პარკი ღიაა ნებისმიერი ტურისტისთვის.
ტომიოკა, იაპონია

ტომიოკა - ქალაქი იაპონიაში. 2011 წლის იანვარში მისი მოსახლეობა 15 839 ადამიანს შეადგენდა. მთელი მოსახლეობა
ორადურ - სიურ - გლანი, საფრანგეთი

1944 წლის 10 ივნისს ფრანგი ნაცისტების მიერ ოკუპირებული ქალაქის მოსახლეობა გაანადგურეს (642 ადამიანი). მოგვიანებით ქალაქის გვერდით ახალი ქალაქი დააარსეს და იგივე სახელი უწოდეს. შარლ დეგოლმა პირველად აქცია ქალაქი მუზეუმად.
სენ - ჟან - ვიანეი, კანადა

ეს პატარა ქალაქი მთლიანად გაანადგურა მეწყერმა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ქალაქი აშენდა ადგილზე, სადაც 500 წლის წინაც იგივე კატასტროფა მოხდა.
კოლმანსკოპი, ნამიბია

ქალაქი გერმანელების აღმოჩენის შემდეგ 1908 წელს აშენდა. აქ სახლები გერმანული არქიტექტურის სტილში იყო ნაშენები, იყო საცეკვაო კლუბები, სკოლა, კაზინო. პირველი მსოფლიოომის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. 1954 წელს კი საბოლოოდ დაიცალა. ახლა შენობების უმრავლესობას სილა ფარავს და ადგილი ფილმების გადასაღებ მოედნად გამოიყენება.
ბეიჩუანი, ჩინეთი

ჩინეთის ეს პროვინციალური ქალაქი, 2008 წელს 7.9 ბალიანი მიწისძვრის შედეგად განადგურდა. კატასტროფას 90 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ქალაქი კი მიწასთან გასწორდა. ქალაქი, სადაც კარგად ჩანს თუ რა შეუძლია ბუნების ძალას, გარდაცვლილთა მემორიალად აქციეს.
ხასიმას კუნძული, იაპონია

ქალაქი 1887 წელს დაარსდა, წყალქვეშა მაღაროებისაღმოჩენის შემდეგ. აქ 5259 ადამიანი ცხოვრობდა. 1947 წელს მაღაროები დაკეტეს, რის გამოც მოსახლეობამ ქალაქი დატოვა. კუნძულის მიმართ ინტერესი 2000 წელს კვლავ გაჩნდა, როცა ტურისტები კუნძულით დაინტერესედნენ.
ვაროშა, კვიპროსი

1970-იან წლებში ქალაქ ვაროშაში ფამაგუსტას კურორტი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკურორტო ზონად ითვლებოდა კვიპროსში. ეს ადგილი ბრიჯიდ ბარდოს, რაკელ უელშის, რიჩარდ ბერტონისა და ელიზაბეტ ტეილორის საყვარელი კურორტი იყო. დღეს ჩრდილოეთ კვიპროსი თურქეთს უჭირავს. თურქულ-ბერძნული ომის დროს მოსახლეობამ ქალაქი დატოვა და დღეს ვაროშა მიტოვებულ ქალაქად ითვლება.
ტავარგა, ლივია

ქალაქი 2011 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ დაცარიელდა. ახლა ის სრულიად ცარიელია და დუმს.
სენტრეილია, აშშ

1000 კაციანი ქალაქი, ერთ დროს ყვაოდა. 1962 წელს კი მაღაროში გაჩენილმა ხანძარმა ქალაქი გადაწვა და უდაბნოდ აქცია. დღეს ამ ადგილას სულ 10 ადამიანი ცხოვრობს.
ანა ვერძაძე