06 აგვისტო, 2015
ცივი ყავის 6 საუკეთესო რეცეპტი მსოფლიოდან - გაიხალისეთ ცხოვრება
ეს საერთაშორისო რეცეპტები მთელ დღეს გაგიხალისებენ

1. ვიეტნამური ცივი ყავა

ინგერიდენტები:

1-3 ჩაის კოვზი დაფქული ყავა;
2 ს.კ შედედებული რძე;
ყინული

Rating

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში დაგჭირდებათ ვიეტნამური ყავის მოსამზადებელი სპეციალური დანადგარი. თუ მას ვერ იპოვით, დაფქული ყავა ჩაყარეთ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 3-5 წუთს.
2. ჭიქის ფსკერზე ჩაასხით შესქელებული რძე, შემდეგ ნელ
-ნელა დაასხით ყავა, ზემოდან კი დაადეთ ყინულის ნატეხები
3. აურიეთ ინგრედიენტები და ისიამოვნეთ.

2. იაპონური ცივი ყავა

ინგრედიენტები:


ყინული - 200 მლ
წყალი -200 მლ
ყავა - 2,5 სუფრის კოვზი

Rating

მომზადების წესი:

1. ყავის მადუღარა ნახევრად შეავსეთ ყინულით; ჩაასხით ყავა ქაღალდის ფილტრში და შემოდგით ძაბრზე ისე, რომ ყავის წყვეთები ყინულს ეცემოდეს.
2. ყავა ნელ-ნელა მოადუღეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და დააკვირდით როგორ ილექება ყავა.
3. შემდეგ შეგიძლიათ ყავას დაუმატოთ რძე და შაქარი გემოვნებით. გახსოვდეთ ცივ ყავაში შაქარი არ იხსნება, ამიტომ სჯობს შაქარი ცხელს რძეს შეურიოთ და მხოლოდ შემდეგ დაუმატოთ ყავას. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი რამ, რაც გიყვართ.

3. EISKAFFEE ან Glace

ინგრედიენტები:

ვანილის ნაყინი ან პლომბირი - 400 გრ
მზა უშაქრო ყავა - 400 მლ
ათქვეფილი ნაღები
მწარე შოკოლადი

Rating

მომზადების წესი:

1. ჭიქაში მოათავსეთ 200 მლ ნაყინი და დაასხით გრილი ყავა. ნაყინი დაიწყებს დნობას, დრო და დრო ურიეთ. რაც მეტია ნაყინი, მით უფრო გემრიელია.
2. დაუმატეთ ნაღები, ზემოდან დაახეხეთ მწარე შოკოლადი. ყავა მიირთვით საწრუპი ჩხირით.

4. ტაილანდური ცივი ყავა

ინგრედიენტები:
დაფქული ყავა - 2 ჩ.კ
ქინძის სანელებელი - 1/4 ს.კ
კარდამონის მარცვლები - 4 – 5 ცალი
შაქარი
ნაღები
ყინული

Rating
მომზადების წესი:

1. დაფქულ ყავას შეურიეთ ქინძი, კარდამონი და მოადუღეთ;
2. შემდეგ გემოვნებით დაუმატეთ შაქარი;
3. გაგრილებული ყავა, გადაასხით ჭიქაში, დაუმატეთ ყინულის ნატეხები, ზემოდან კი ნაღებით გააფორმეთ.

5. ბერძნული ფრაპე

ინგრედიენტები:


ახლად მოდუღებული ყავა - 200 მლ
დამსხვრეული ყინული - 1 ს. კ
რძე - 70 მლ
ალუბლის სიროფი - 1 ჩ.კ
Rating
მომზადები წესი:

1. მოადუღეთ ყავა;
2. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ;
3. გადმოასხით ჭიქაში, შეგიძლიათ გააფორმოთ ფორთოხლით.

6. ამერიკული ყავა ნაღებით და კოჭათი

ინგრედიენტები:

კოჭას ფესვი - 2სმ
ესპრესო - 1 ჭიქა
კარამელის სიროფი - 1/2 ჩ.კ
შოკოლადის სიროფი -1/2 ჩ.კ
ნაღები
ყავისფერი შაქარი
ყინული
Rating
მომზადების წესი:

1. დახეხეთ კოჭა, დაასხით 1 ს.კ ცხელი წყალი და გააჩერეთ 5-10 წუთს.
2. გაფილტრეთ და დაუმატეთ გაგრილებული ესპრესო. შემდეგ კი საკმარისი რაოდენობის ყინული, შაქარი და სიროფი.
3. სასმელი გააფორმეთ ნაღებით. ზემოდან მოაყარეთ დარიჩინი.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მეე
ყავა Fრაფეს მაგ კოფესთან არაფერი შეხება არაა აქვს.Fრაფე შემდეგნაირად მზადდება : ვიღებთ ხსნად ყავას,ვუმატებთ შაქარს გემოვნებით და ვთქვიფავთ სპეციალური მიქსერით დაახლოებით 1 წუთი.მივიღებთ კრემივით სქელ ყავისპერ მასას,რომელსაც ვუმატებთ შედედებულ რძეს და არა რუსულ მალაკოს,ცივ წყალს და ყინულის კუბებს.სულ ესაა Fრაპე და არა ქიშმიშ მაიონეზი.))))))))))))))
19:55 / 15-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS