ამ დროს ადამიანი დიდი რაოდენობით ნეგატიურ ენერგეტიკას იღებს, რაც ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. გეცლებათ ძალა და ენერგია.
1. თუ არასასიამოვნო საუბარი გქონდათ ვინმესთან და ძალის დაქვეითებას გრძნობთ, დაიბანეთ ხელები და ეცადეთ ერთი წუთით მაინც გააჩეროთ წყალში. წყალი ყველა ნეგატიურ ენერგიას წაიღებს.
2. სიტყვა არა მარტო აზრის, არამედ ენერგეტიკის მატარებელია. თქვენი მისამართით ნათქვამი ცუდი სიტყვებისა თუ სურვილების დროს, ჩუმად გაიმეორეთ
3. თუ შეურაცხყოფას გაყენებენ ან გწყევლიან, გულში იმეორეთ - "უკან წაიღე".
4. მძიმე საუბრის შემდეგ, თუ ძალის გამოცლას იგრძნოთ, ენერგიის გადატანის მეთოდით უნდა ისარგებლოთ. შეჩერდით და მარცხენა ხელი შეახეთ ხეს ან ბუჩქს, თან წარმოიდგინეთ, რომ ენერგეტიკულ კონტაქტს ამყარებთ.
ფიქრით განდევნეთ უარყოფითი ენერგია, რომელიც მარცხენა ხელიდან გამოდის. თქვენთვის გაიმეორეთ: "გამანთავისუფლე ყოველგვარი ნეგატიური ენერგიისა და სიბინძურისგან". საკმარისია 2-3 წუთი - სხეულში სიმსუბუქეს იგრძნობთ.
5. აიღეთ ანთებული ასანთი და სული შეუბერეთრამდენჯერმე, თან წარმოიდგინეთ როგორ გადადის მასზე უარყოფითი ენერგია. შემდეგ ასანთი ჩაარჭეთ მიწაში.
ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგეტიკისა და ავი თვალისგან. გაისუფთავეთ აურა.
ანა ვერძაძე