02 აგვისტო, 2015
22 ბიზნეს რჩევა - ბრძენი ებრაელებისგან
შვილი ეკითხება მამას:

- მამა, რომელი ებრაელობა სჯობს - რუსი, უკრაინელი თუ ამერიკელი?
- მდიდარი!

1. ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ბალანსირება შეგეძლოს.

2. ისწავლე სხვისთვის უფლების მინიჭება.

3. გადააბიჯე შენს სიამაყეს და თქვი, რაც გსურს.

4. ყოველთვის მიესალმე სხვებს.

5. დროს ტყუილად ნუ დაკარგავ.

6. ილაპარაკე მხოლოდ მაშინ, როცა რამე საინტერესო გაქვს სათქმელი.

7. დაგეგმე ცხოვრება.

8. ხელფასი ყოველთვის თავის დროზე გაეცი.

9. სიტყვას ნურასდროს გატეხ. დაჰპირდი - შეასრულე.

10. ისე გაუფრთხილდი შენი ახლობლის ქონებას, როგორც საკუთარს აფასებ.

11. იმეგობრე კარგ ადამიანებთან. მოერიდე ცუდ საზოგადოებას, ცუდ მეზობელსაც კი.

12. იმუშავე, ვიდრე
სანთელი იწვის. რასაც არ უნდა მიაღწიო, მუდამ წინსვლისთვის ისწრაფე.

13. არასოდეს შეურაცხყო სხვა.

14. თუ ვინმეს შენი მოკვლა სურს, ეს პირველმა შენ გააკეთე.

15. ყველა ადამიანი იმსახურებს მადლიერების სიტყვებს.

16. ქურდი, რომელიც დროს გპარავს, არაფრით ჩამოუვარდება ძვირფასეულობის ქურდს. განაგებ დროს - განაგებ ფულს.

17. არ არის საჭირო ყველაფერი თქვა, რასაც ფიქრობ.

18. შეაქე და დააფასე საკუთარი თავი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.

19. უფროსმა უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს მისი ხელქვეითი.

20. ხანდახან იმაზე მეტი უნდა გასცე, ვიდრე გმართებს, თუ ნამდვილად გსურს საკმარისი მისცე.

21. გაეცი ფული გაჭირვების ჟამს. ეს დასაფასებელი ინვესტიციაა ადამიანის მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დაგიბრუნდება უკან.

22. მდიდარია ის, ვინც ბედნიერია იმით რაც გააჩნია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS