ვერძი
ვერძის ურთიერთობა წარმატებულია ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი მერწყულთან, რომელიც მათთვის იდეალური პარტნიორია. ასევე წარმატება ელით სასწორებთან. ვერძი უნდა ერიდოს მორიელს.
კურო
კუროს ურთიერთობა იღბლიანია მერწყულთან ან მორიელთან. მათთან ურთიერთობა კუროს დაუჯერებელ ფინანსურ წარმატებას უქადის. სასურველია ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან ურთიერთობაც - ლომი, მშვილდოსანი ან ვერძი. თუმცა აქ ნერვების მოთოკვა მოუწევს.
ტყუპები
ტყუპებს
კირჩხიბი
კირჩხიბის გამდიდრებისთვის აუცილებელია ლომთან, ვერძთან და მშვილდოსანთან ურთიერთობა. ასევე კურო.
ლომი
ლომი ტყუპებთან იპოვის ფინანსურ უზრუნველყოფას. ეს წყვილი დაუჯერებლად წარმატებულია ფულთან ურთიერთობისას და სწრაფად გამდიდრდება. კარგი ვარიანტებია ასევე - სასწორი, მერწყული, ქალწული და კურო. სახიფათოა მორიელი, მასთან ურთიერთობა გაგაკოტრებთ.
ქალწული
ქალწულებს მორიელის თანადგომა სჭირდებათ. თუ მორიელი ზოდიაქოს უმეტესი ნიშნისთვის არასასურველია, ქალწულისთვის ის ნამდვილად გამართლებაა. ისინი ქალწულებს ასწავლიან თუ როგორ გამდიდრდნენ სწრაფად.
სასწორი
სასწორი თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის წარმატების მომტანია ბიზნესში. ყველას ფულისკენ იზიდავენ, თვითონ კი ხშირად ერთი თეთრიც არ აქვთ. ამ საკითხში მათი დახმარება მხოლოდ მშვილდოსნებს შეუძლიათ.
მორიელი
მორიელთან ყველაფერი ძალიან რთულადაა. ფულის საკითხში ის ყველასთვის დამღუპველია, გარდა თხის რქისა, კუროსა და ქალწულისთვის. თუ მორიელს სურს ფინანსურად წარმატებული იყოს, მან ბედი ლომს, ვერძს ან მშვილდოსანს უნდა დაუკავშიროს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს მერწყულთან და სასწორთან გაუმართლებთ. მათთან ძალიან მდიდარი ცხოვრება ელით. თუ თავად სურთ ფულის მაგნიტის როლში ყოფნა, სჯობს თხის რქასთან, ქალწულთან და კუროსთან იმეგობროს.
თხის რქა
ამ ნიშნის ფინანსურ კეთილდღეობაზე ვერცერთი ზოდიაქოს ნიშანი ვერ მოქმედებს. შესაბამისად არ სჭირდებათ შესაფერისი თავსებადი ნიშნის მოძებნა. ერთადერთი რაც შეიძლება გაითვალისწინოთ - მშვილდოსანთან, ვერძთან ან ლომთან ურთიერთობაა. მათთან ცხოვრება სტაბილური სიმდიდრის გარანტიაა.
მერწყული
მერწყულებს ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან ურთიერთობა უხდებათ - მშვილდოსანი, ვერძი ან ლომი. წარმატების მომტანია სასწორი და კუროც. ერიდეთ მორიელს.
თევზები
თევზებს ამ საკითხში კარგ თანადგომას გაუწევენ - თხის რქა, ქალწული ან კურო. თუ თევზებს სურთ დამოუკიდებლად მიაღწიონ ფინანსურ უზრუნველყოფას, ამისთვის ვერძი გამოადგებათ.
ანა ვერძაძე