ვერძებს ჩუმად უყვართ. არასდროს ტოვებენ ფეთქებადი ტემპერამენტის კვალს. ვინც მის გულს იპყრობს, შეუძლია ადვილად მოათვინიეროს ეს ჯიუტი და ველური ბუნების ადამიანი.
კურო
კუროებს ვნებიანად უყვართ. ის თავის პარტნიორს საკუთრებად მიიჩნევს - ის აუცილებლად მთლიანად მას უნდა ეკუთვნოდეს, ყოველგვარი პრივილეგიებითა თუ ნაკლით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ძალიან ცუდად წაგივათ.
ტყუპები
ტყუპებს მთელი არსებით, სამუდამოდ უყვართ. თუმცა ამ ხანგრძლივობას თავისი ვადა აქვს. მოსიყვარულე ტყუპებს ხანდახან ორი ადამიანი ერთდროულად უყვართ. მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, მისი სიყვარული ორივეს მიმართ
კირჩხიბი
კირჩხიბს უყვარს, მაგრამ არ ენდობა. გამუდმებით ეჭვი ეპარება და საკუთარ თავს ეკითხება: "იქნებ ეს ის არ არის". ეჭვის თვალით აკვირდება, შორიდან უმზერს. ურთიერთობის მომავალი კირჩხიბის რჩეულის მოთმინებაზეა დამოკიდებული.
ლომი
ლომი სიყვარულს მხოლოდ თავის სასარგებლოდ იყენებს. მან არ იცის რას ნიშნავს თანასწორობა ურთიერთობაში, თავს მეფედ მიიჩნევს, სხვას კი არაფრად აგდებს. მაგრამ თუ უეცრად ჯადოსნურ შეთავაზებას გაუკეთებ - "მოდი ზემოდან შენ იყავი", მაშინვე მოგანიჭებს მთელ რიგ პრივილეგიებს.
ქალწული
ქალწულებს უყვართ ისე, როგორც უკანასკნელად. მათზეა ნათქვამი: ერთხელ გაუღიმა, მან კი უკვე ქორწილი დაგეგმაო. თუ საკუთარ სამყაროში გიმასპინძლათ, მისი გულწრფელი სული მზად არის ხელი გამოგიწოდოთ, გაჩუქოთ გული, შვილები, კატა, მეგობრები და ა.შ. თუ პარტნიორი მიატოვებს, ის იტირებს, დაიტანჯება და ორ წელს მოთმინებით დაელოდება მის დაბრუნებას.
სასწორი
მათ ხელოვნების მიმართ სიყვარულის გამო უყვართ. სასწორი სილამაზის დიდი ქომაგი და დამფასებელია. მათ ყველაფერი აუცილებლად ლამაზად უნდა ჰქონდეთ. სიყვარული მათთვის ხელოვნებაა. ისინი ლამაზად იზრუნებენ, ლამაზად დაკავდებიან სექსით და კარსაც ლამაზად გაიხურავენ.
მორიელი
სხვათაშორის მორიელებსაც უყვართ. თუმცა სიყვარულშიც ნამდვილი შეშლილები არიან და არანაირი ჰუმანურობა არ გააჩნიათ. მათ ყველაფერი გათვლილი და დათვლილი აქვთ.
მშვილდოსანი
მშვლილდოსნებს საერთოდ არ აქვთ შეყვარების სურვილი, რადგან ეშინიათ,რომ ყველაფერი ცუდად იქნება. სინამდვილეში კი ისეთი მოსიყვარულეები არიან - დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნები მისი დანახვისას ნერვიულად ეწევიან. დიდი პესიმისტია და თუ მტკიცე ურთიერთობა სურს, სჯობს მომავლის შიში დაივიწყოს.
თხის რქა
თხის რქებს რაციონალურად უყვართ. მათ ყველაფერი წინასწარ, დეტალურად აქვთ გათვლილი. ის ფიქრობს, რომ პეპლები მუცელში ფიზიოლოგიას ეწინააღმდეგება და ვიდრე სიყვარულში მთელი არსებით გადაეშვება, უნდა რომ სათანადოდ შეისწავლოს პარტნიორის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მერწყული
მათ სწორად უყვართ. ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები სხისგან რაღაცას ითხოვენ, მერწყული არავის არაფერს ავალდებულებს და მიიჩნევს, რომ უნდა გაუფრთხილდე მას, ვინც გიყვარს. მათ უნიკალური უნარი აქვთ - გასცემენ და ამის გამო არ სწყინთ.
თევზები
თევზების სიყვარული კლასიკურია. ხშირად უყვართ არა სიყვარულის გამო, არამედ მოსწონთ ურთიერთობების მთელი სერიოზულობა. უფრო მძაფრი შეგრძნებებისთვის, ირჩევენ ძნელად მოსაპოვებელ ადამიანს. თევზები - დრამის დედოფლები არიან. უყვარს ტანჯვა და გადალახვა, სხვანაირად მათთვის სიცოცხლეს აზრი არ აქვს.
ანა ვერძაძე