სექსის დროს ადამიანი სულ ცოტა 88 კალორიას წვავს. ეს იგივეა, რაც ველოსიპედზე ვარჯიში. ასე, რომ სექსი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც გახდომის საუკეთესო საშუალება.
სექსი კუნთებს ავარჯიშებს
თუ სიზარმაცეს დაივიწყებთ და თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში ახალ პოზებს შეიტანთ უკეთეს შედეგს მიიღებთ. შეგიძლიათ გაიმკვრივოთ დუნდულები, დაიყენოთ პრესი, გქონდეთ მოხდენილი ფეხები. გახსოვდეთ - ორგაზმის დროს კალორიები ძალიან სწრაფად იწვის.
რეგულარული სექსი გეხმარებათ არამარტო გახდომაში, არამედ ამცირებს სტრესის ჰორმონის დონეს და გიქრობთ თქვენი ორგანიზმისთვის მავნე საკვების ჭამის სურვილს.
სექსი არეგულირებს ძილს. უძილობა წონის მატებას უწყობს ხელს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დიეტაზე ხართ. უძილობას კი ორგანიზმში აქსიტოცინის გამოყოფა აწესრიგებს, რომელიც მხოლოდ სექსის დროს გამოიყოფა.
სექსი თავდაჯერებულობას გმატებთ
სექსი და თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. სქესობრივი კავშირის დროს, მეტ დროს უთმობთ გარეგნობასა და სხეულს. მეორეს მხრივ, ვინც საკუთარი თავით აბსოლუტურ კმაყოფილებას განიცდის, არასდროს ამბობს უარს სექსზე.
ანა ვერძაძე