26 ივლისი, 2015
როგორ დავძლიოთ კომპლექსები - გამოდით კომფორტის ზონიდან
1. შეისწავლეთ თქვენი სიმორცხვე

მორიდებულს სხვადასხვა გარემოებები გხდით. ზოგს არანაირი რიდი არ აქვს საზოგადოებაში გამოსვლისას, ზოგი კი ამ უნარს მოკლებულია. ზოგიერთს უცხო ქვეყანაში მოხვედრისას იწყებს მორცხვობას, ზოგს უცხო სახლსა თუ ოფისში ყოფნისას. დააკვირდით თქვენ როდის გრცხვენიათ ყველაზე მეტად. ეს მორიდებულობის მოხსნისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია.

2. გახსოვდეთ, რომ თქვენი ყველაზე დიდი მოსამართლე თავად ხართ

ნუ გგონიათ, რომ მთელი სამყარო თქვენ გაკრიტიკებთ - საამისოდ არავის ცალია. თუ პრეზენტაციის დროს გრაფიკები აგერიათ ან უეცრად სლაიდი ვერ იპოვეთ, ყველაზე დიდ კრიტიკოსსაც
კი 5 წუთის შემდეგ აღარ ემახსოვრება, როგორ დაიბენით. როგორც წესი, ადამიანები ძალიან დაკავებულები არიან საკუთარი პრობლემებით და არავის სცალია თქვენი გაკრიტიკებისთვის.

3. კონცენტრირებული იყავით საკუთარ უპირატესობებზე

კომპლექსებს ხშირად დაბალი თვითშეფასება იწვევს. როცა არასაკმარისად პროფესიონალად მიიჩნევთ თავს და გამუდმებით არწმუნებთ თავს, რომ არ ხართ ღირსეულები, ამას პირდაპირ წარუმატებლობისკენ მიჰყავხართ. აირჩიეთ ის, რაც ძალიან კარგად გამოგდით - კულინარია, ცეკვა.. და იქონიეთ საკუთარი თავის რწმენა.

4. კონცენტრირებული იყავით არა საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე

ნუ იქნებით ზედმეტად დაძაბული იმაზე ფიქრით თუ როგორ გამოიყურებით,ხომ არ გიკანკალებთ ხმა და ა.შ. ეცადეთ ყურადღება სხვაზე გადაიტანოთ. ნაკლები ისაუბრეთ, მეტი მოუსმინეთ და დასვით კითხვები. მსმენელის როლი დაგეხმარებათ მოიხსნათ სიმორცხვე და თავდაჯერებულს გაგხდით.

5. გამოდით კომფორტის ზონიდან

თუ მეგობრებს შემოთავაზებებზე უარს ეტყვით, არ მიიღებთ მონაწილეობას კონფერენციებსა და საპასუხისმგებლო გასაუბრებებში - ურთიერთობებზე თავის არიდება ჩვევად გექცევათ და ეს ძალიან ცუდია. სცადეთ ყველაფრის უკუღმა გაკეთება - ხშირად შეიქმენით გარემო, სადაც სიმორცხვის გადალახვა მოგიწევთ.

6. ნუ შეგეშინდებათ თუ არ გაგიმართლებთ

ამის განსაკუთრებით ეშინიათ "ხუთოსნობის სინდრომით" დაავადებულებს, ვისაც კრიტიკისა და გაკიცხვის მიღება არ შეუძლია. ხშირად შეახსენეთ თავს - თქვენ დოლარი არ ხართ, რომ ყველას მოეწონოთ. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი ვინც შეგეკამათებათ ან გაგაკრიტიკებთ. უმჯობესია მოდუნდეთ და თავს შეცდომების დაშვების უფლება მისცეთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS