26 ივლისი, 2015
როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი 1 დღეში - 5 ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ
ეტაპი № 1

მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 1,5 -2 ლ გაფილტრული ან მდნარი წყალი. შეიძლება წყალში დაამატოთ ლიმონის წვენი ან თაფლი. წყალი დალიეთ არა ნაკლებ 1 ჭიქა ყოველი საკვების მიღებამდე 20-30 წუთით ადრე.

ეტაპი № 2

მწვანე აფთიაქში იყიდეთ ბაყაყურა - ეს მცენარეა, რომელიც აჩქარებს გაცვლით პროცესებს ორგანიზმში, წმენდს მას და სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლზე. ანოტაციის მიხედვით მოამზადეთ ბაყაყურას ნახარში და მიიღეთ 2-4-ჯერ დღეში.

ეტაპი № 3

საკმარისია საუზმის დროს მიიღოთ 1 დესერტის კოვზი სელის
თესლი, რომ გაიუმჯობესოთ კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობა. უმჯობესი იქნება თუ სელის თესლს წინასწარ დაალბობთ (საღამოს). მიღების შემდეგ სელის მასა რბილად მოფენს ნაწლავების ლორწოვან გარსს, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ეტაპი № 4

საკვების ყოველი მიღებიდან 20 წუთის შემდეგ დალიეთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. ასეთი ჩაი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აცხრობს ანთებით პროცესებს კუჭში, წმენდს ღვიძლსა და თირკმელებს. სასურველია, რომ მწვანე ან მცენარეული ჩაის გამოყენება ჩვევად აქციოთ.

ეტაპი № 5

ენერგეტიკული სალათი:

დაგჭირდებათ:

200 გ კომბოსტო ბროკოლი. 120 გ მწვანე ბარდა, 40 გ ავოკადო, 20 გ მზესუმზირა, 100 გ კიტრი, 50 გ ყველი, 1-1 კონა პიტნა და ოხრახუში, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი წვრილად დაჭერით და მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. სალათი მზადაა! ასეთი სალათი შეიცავს ფოლიუმის მჟავის მარილებს, რომლებიც დაგეხმარებიან ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS