26 ივლისი, 2015
6 დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ოროსანი სტუდენტები შეიძლება უფრო წარმატებულები გახდნენ ვიდრე ფრიადოსნები
საინტერესოა ამ სტატიას მომავალი სტუდენტი კითხულობს თუ ის, ვინც უკვე გადააბიჯა უნივერსიტეტის ზღურბლს. თუ თქვენ აბიტურიენტი ან მოსწავლე ხართ ალბათ ფიქრობთ, რომ უნივერსიტეტში კარგად უნდა ისწავლოთ. რატომ? იმიტომ რომ წარმატებას აღწევს ის, ვინც კარგად მეცადინეობს. გიკითხავთ საკუთარი თავისთვის რა არის წარმატება? ბანკის ანგარიშზე მილიონი? პოპულარულობა? გალაკტიონი ხშირ შემთხვევაში მშიერი დადიოდა, ვაშა-ფშაველას კი ახალი ჩოხის შესაძენი ფული არ ჰქონდა, მაგრამ ორივე წარმატებული იყო, არა? წარმატება სუბიექტურია... მაგრამ როგორაც არ უნდა მიუდგეთ მას, შეიძლება მაღალი ქულების გარეშე
მიაღწიოთ.

1. სტუდენტები, რომლებიც ცუდად სწავლობენ უფრო ადრე აცნობიერებენ რა სურთ ვიდრე სხვები

სტივ ჯობსი: ,,იმისთვის რომ რაღაც ღირებული შექმნა, საჭიროა იპოვო საქმე რომელიც გიყვარს."

ოროსანი სტუდენტები ბევრ დროს არ ხარჯავენ არც თუ ისე მნიშვნელოვანი საგნების თეორიების დასწავლაში. თუ თქვენ გინდათ გახდეთ მათემატიკოსი ან ტექნოლოგი საჭირო არ არის წეროთ ათასობით ლიტერატურული ესე ან თემა სახელად ,,როგორ გავატარე ზაფხული." ოროსნები ორიენტირებული არიან იმ საგანზე, რომელიც საქმეში და ცხოვრებაში გამოადგებათ. რაც აინტერესებთ და პრიორიტეტულად მიაჩნიათ მისკენ მიმართავენ დროსა და ენერგიას. გამომგონებელ სტივ ჯობსს სკოლაც კი არ დაუმთავრებია, ის მუდამ ძიებაში იყო... ეძებდა სფეროს, რომელსაც თავს მიუძღვნიდა და იპოვა კიდეც!

2. უფრო ადრე იძინენ გამოცდილებას ვიდრე სხვები

ცნობილი ფაქტია, რომ ცუდი სტუდენტები უფრო ადრე იწყებენ მუშაობას ვიდრე წარჩინებულები. ამ დროს ისინი სწავლასთან ერთად იღებენ იმ გამოცდილებას, რომელიც საუკეთესო სტუდენტებს აკლიათ. შეიძლება ითქვას ოროსნები რამდენიმე ნაბიჯით უსწრებენ ფრიადოსნებს.

3. ისინი ამყარებენ საჭირო კავშირებს

სანამ წარჩინებულები ,,ურთიერთობენ წიგნთან" ცუდი სტუდენტები იცნობენ საინტერესო ადამიანებს, უმეგობრდებიან მათ და ამყარებენ კავშირებს, რომელიც მომავალში გამოადგებათ.

4. იციან, როგორ უნდა დატკბნენ ცხოვრებით

სანამ ფრიადოსნები წესებს იზუთხავენ და საშინაო დავალებას წერენ, ოროსნები წვეულებებზე ცეკვავენ და თვრებიან, მეორე დღეს ლექციაზე ცოტა აგვიანებენ და ნაბახუსევის გამომეტყველებით შედიან აუდიტორიაში. ცუსი სტუდენტები გიჟობენ, რადგან იციან რომ მათგან საუკეთესო ქცევას არავინ მოელის, აგროვებენ სასაცილო ისტორიებსა და თავგადასავლებს. მიღებული გამოცდილებიდან კი ებადებათ იდეები, ცხოვრება მათ კარნახობს როგორ უნდა აიწყონ კარიერა.

5. უმარტივესად პოულობენ გამოსავალს სერიოზული პრობლემებიდან

ბილ გეითსი არასდროს ამოწმებს მისი პოტენციური თანამშრომლების დიპლომებსა და უნივერსიტეტის ქულებს ან GPA-ს. ბილი: ,,მირჩევნია დავასაქმო ზარმაცი ვიდრე მუყაითი, რადგან ზარმაცი ყოველთვის იპოვის გზას რთული სამუშაოს მარტივად შესასრულებლად."

6. ოცნებების ახდენის სჯერათ

ისტორიას ახსოვს ბევრი ადამიანი, რომელმაც სწავლას თავი დაანება და თავის ოცნებებს გაჰყვა. ბრედ პიტი, 3 წელი ჟურნალისტიკაზე სწავლობდა, უნივესრსიტეტი არ დაამთავრდა ისე გადაერთო სამსახიობო კარიერაზე. ასევე, ბილიონერი ელიზაბედ ჰოუმლესი, რომელმაც მედიცინაში გადატრიალება მოახდინა. არ დაგავიწყდეთ რიჩარდ ბრანსონი. მან 15 წლის ასაკში სკოლაში სიარულს თავი დაანება, მაგრამ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპანია ,,VIRGINE“-ის მმართველია.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS