26 ივლისი, 2015
5 ფაქტი, რომელიც მხოლოდ უძილობით შეპყრობილმა ადამიანებმა იციან და თქვენ ახლა გაიგებთ!
ინსომნია ძილის დარღვევაა. თუ ინსომნიით ხართ დაავადებული უძილობა გაწუხებთ ან ღამეში რამდენჯერმე გეღვიძებათ და ძილის დროს საფუძვლიანად დასვენებას ვერ ახერხებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ინსომნია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამ სტატიაში წაიკითხავთ 5 ფაქტს, რომელიც მხოლოდ უძილობით დატანჯული ადამიანისთვისაა ცნობილი:

1. მათთვის ყოველი მომდევნო დღე ჯოჯოხეთურია!

ისინი ოჯახის წევრებისთვის საუზმის მოსამზადებლად ყველაზე ადრე დგებიან, ადუღებენ ჩაის/ყავას/რძეს, აკეთებენ ტოსტერს/ომლეტს და ფიქრობენ: ,,რატომ მაინც და მაინც მე?!" შემდეგ აწესრიგებენ არეულ სახლს და მიდიან სამსახურში, სადაც დავალებებს ბოლო
არ უჩანს... ენერგია არ ჰყოფნით ყველაფრის ხარისხიანად შესასრულებლად და საყვედურსაც ხშირად იღებენ. შინ დაბრუნებულებს ოჯახის წევრებთან კონფლიქტი მოსდით.

2. მათ უყვართ შვილები, მაგრამ...

თუ საქმე გვაქვს ახალბედა მშობელთან, ის მიუჩვეველია დედის/მამის ამპლუასა და რეჟიმს. ბავშვმა შეიძლება ღამე იტიროს, ავად გახდეს ან საკვების მიღების დრომ მოუწიოს, მშობელი ვალდებულია იზუნოს შვილზე. დედას/მამას ადგომა ძალიან ეზარება, ძილი უნდა, ღიზიანდება და ბავშვს ეჩხუბება. რა თქმა უნდა, მას შვილი უყვარს, მაგრამ უჭირს ცხოვრების ახალ წესთან ადაპტაცია.

3. ექმნებათ ტვინისა და ნერვების პრობლემები


პენსილვანიის უნივერსიტეტის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ინსომნია ტვინსა და ნერვებს აზიანებს. სამწუხაროდ, ნერვებისა და ტვინის უჯრედების აღდგენა არ ხერხდება, მაგრამ შეიძლება დროული ჩარევითა და შესაბამისი (გრძელვადიანი) მკურნალობით დეგრადაციის პროცესის შეჩერება.

4. არ ენდობიან ძილის აბებს

ინსომნიით შეპყრობილი ადამიანი ადვილად ეგუება დამაძინებლებს. მისი ორგანიზმი უმოკლეს დროში გამოიმუშავებს იმუნიტეტს კონკრეტული წამლის მიმართ. თუ თქვენ ერთი აბი დაგაძინებთ, მას სამი სჭირდება.

5. მათ ცხოვრებაში ხშირია უბედური შემთხვევები

ადამიანს უძილობა მიდრეკილს ხდის უბედური შემთხვევებისკენ. დამღლელი ღამის შემდეგ ისინი ვერ ახერხებენ კონცენტრირებას, არიან უყურადღებონი, შეიძლება გზაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახოთ ან ვერ შენიშნონ ქვა და ფეხი წამოკრან. ამბობენ, რომ სამყაროს რა ემოციასა და ფიქრებსაც გაუგზავნი, ბუმერანგივით იგივეს დაგიბრუნებს. გაღიზიანებულ ქალს/კაცს კი მხოლოდ ნეგატიური აზრები უტრიალებს თავში.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS