ისინი ზედმეტად ნარცისები არიან და ყველას ზემოდან უყურებენ. ხშირად ნამდვილ უკარებად და უჟმურ ადამიანად მოაქვთ თავი.
როგორც ჩანს მერწყულებს ყველაფერი მოსწონთ საკუთარ თავში. ჰაერის გაფუჭების დროსაც კი კმაყოფილები არიან სურნელით.
თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებს ხუმრობა არ ესმით. ხშირად უმნიშვნელო რამეებიც სწყინთ. მათ წინაშე ფეხის ცერებზე უნდა იაროთ და წინასწარ გაზომოთ ყველა სიტყვა. ნებისმიერი სარკასტული ან უწყინარი ხუმრობა, შესაძლოა ნამდვილ სკანდალად აქციოს.
ვერძი (21 მარტი - 20
ჰიტლერი ცნობილი ვერძია. ახასიათებთ აგრესია და სიძულვილი. ისინი ყოველთვის ხმამაღლა წარმოაჩენენ საკუთარ თავს. უყვართ დომინანტობა და თუ ასე არ მოხდა ნამდვილ ისტერიაში არიან. დასამშვიდებლად კი ერთი ძლიერი დარტყმა არ აწყენდათ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
კუროები ზედმეტად მატერიალისტები არიან და ძალიან უყვართ ფული. ხშირად საათობით დგანან სარკის წინ, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ იდეალურობაში დარწმუნდნენ.
თუ კურო ღამის კლუბში აღმოჩნდა, ის მხოლოდ ხილის წვენს დალევს. არიან ძალიან მოსაწყენები და მათი მთავარი სასაუბრო თემა მხოლოდ ფული და მატერიალური სტატუსია.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ტყუპები გაორებული ადამიანები არიან. ხშირად თავს გენიოსებად მიიჩნევენ, მაგრამ ნამდვილი ბრიყვებივით იქცევიან. ძნელია მათი განსაზღვრა, უყვართ სხვისი დატანჯვა და დაეჭვება. ვერ აცნობიერებენ სხვის განცდებს.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბი - ადამიანი, რომელიც პატარა სირთულეებსაც ვერ უმკლავდება. ადამიანი, რომელიც სხვებზე მეტად გრძნობს ტკივილს, განიცდის და გამუდმებით ტირის. არავის უყვარს კირჩხიბები. ყოველთვის ცუდ გუნებაზე არიან.
ლომი (23 ივლისი - 21 აგვისტო)
ლომები გულისამრევად ცარიელი ადამინები არიან. სხვების ყურადღების გარეშე უბრალოდ არაფერს წარმოადგენენ. მიაჩნია, რომ ღვთის საჩუქარია, სხვები ხომ ასე ეუბნებიან. თუ ლომზე დაქორწინებას გადაწყვეტთ, უნდა შეეგუოთ "მეორე პლანზე" ყოფნას. თქვენი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა.
ქალწული (22 აგვისტო - 23 სექტემბერი)
აუტანლად ზარმაცი ადამიანია. უამრავ დროს ხარჯავენ ყველა გადაწყვეტილების პლუსებისა და მინუსები განხილვაში. საათობით შეუძლიათ პირადი ზრდის სტრატეგიებზე საუბარი, თვითონ კი არასდროს ითვალისწინებენ. არიან კონსერვატორები, რასისტები და შოვინისტები.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
ხშირად ნამდვილი ღორებივით იქცევიან. ნუ ენდობით სასწორებს, რომლებსაც თავი ნამდვილ ჭკუის კოლოფებად მოაქვთ. სინამდვილეში გადაუწყვეტავი და ქალწულებზე მეტად ზარმაცებიც კი არიან.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ნამდვილი თაღლითები არიან და ამტკიცებენ, რომ ბუზის გაბრაზებაც კი არ შეუძლიათ, თუმცა საკუთარი სურვილებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. შურისმაძიებელი ფსიქოპატიადა მოსაწყენი, საცოდავი ცხოვრებით ცხოვრობს.
სჯობს მათგან თავი შორს დაიჭროთ, რადგან არასდროს იცი როდის გაგიმეტებს სასიკვდილოდ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 22 დეკემბერი)
ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე სულელურ სიტუაციაში. თითქმის ყოველთვის დაუფიქრებლად და სულელურად იქცევიან. უყვართ სისულელეებზე საუბარი.
თხის რქა (23 დეკემბერი - 20 იანვარი)
გინდათ თხის რქა თავის ნაჭუჭიდან გამოიყვანოთ და სამყაროზე სხვა თვალით შეახედოთ?- ამისთვის ზედმეტად მორცხვია. არ უყვართ ხალხთან ურთიერთობა. მათთან ერთად წვეულებაზე წასვლა ნამდვილად მოსაწყენია, შეუკვეთავს კოქტეილს და მთელ საღამოს გაუნძრევლად ჯდომაში გაატარებს.
ანა ვერძაძე