25 ივლისი, 2015
გსურთ იყოთ ნამდვილი ქალი? - 18 რჩევა ცნობილი დიზაინერებისგან
1. ნამდვილი ქალი კეკლუცი და ჭირვეული უნდა იყოს. - კრისტიან დიორი

2. ქალისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს: შესაძლოა 20 წლის ასაკში ბრწინვალედ გამოიყურებოდე, 40 წლის კი მომხიბვლელად და დარჩეთ შეუდარებელი მთელი ცხოვრების მანძილზე. - კოკო შანელი.

3. ხელები - გოგონას სავიზიტო ბარათია, ყელი - მისი პასპორტი, მკერდი კი საერთაშორისო პასპორტი. - კოკო შანელი.

4. ქალისთვის ყველაზე მოდური აქსესუარი - სიმპათიური მამაკაცია. - კოკო შანელი.

5. ნუ იქნებით ბრმად ტენდეციური. ნუ მისცემთ მოდას უფლებას - გმართოთ. თავად გადაწყვიტეთ ვინ ხართ და
რის გამოხატვა გსურთ თქვენი სამოსით. - ჯანი ვერსაჩე

6. ყოველი ლუკმა 2 წუთს ჩერდება პირში, 2 წუთს მუცელში და 2 თვეს თეძოებზე. - კრისტიან დიორი.


7. ელეგანტურობა, თვალში ცემას არ ნიშნავს. ეს მეხსიერებაში უნდა დაგრჩეთ. - ჯორჯიო არმანი.

8. სუნამო - ქალის ინდივიდუალობის შესანიშნავი გამოხატულებაა, ეს საბოლოო ვიზუალის უკანასკნელი შტრიხია. - კრისტიან დიორი.

9. აქსესუარების არჩევისას, მოიხსენით ის, რომელიც ბოლოს გაიკეთეთ. - კოკო შანელი.

10. თუ არ გაქვთ სწორი ფეხები - ატარეთ ღრმა დეკოლტე. - კრისტიან დიორი.

11. იარეთ ისე, თითქოს უკან სამი მამაკაცი მოგყვებათ. - ოსკარ დე ლა რეტა.

12. არ არსებობს ულამაზო ქალი - არსებობენ ზარმაცი ქალები. - კოკო შანელი.

13. რაც უფრო ცუდად აქვს ქალს საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს. - კოკო შანელი.

14. ფეხსაცმელი თქვენს გარეგნობასა და სხეულის ჭერის მანერას განაპირობებს. ისინი მაღლა გწევენ, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. - კრისტიან ლაუბუტენი.

15. ზომიერად დახურული კაბა ყველა ქალს ამშვენებს. - კოკო შანელი.

16. იზრუნეთ სილამაზეზე მთელი გულითა და სულით. სხვა შემთხვევაში ვერავითარი კოსმეტიკა ვერ დაგეხმარებათ.- ვივიენ ვესტვუდი.

17. ნუ ეცდებით იყოთ ორიგინალურები. ქალის მოდის ორიგინალურობა მასკარადამდე მიგიყვანთ. - კოკო შანელი.

18. არაფერი აბერებს ქალს ისე, როგორც ზედმეტად მდიდრული კოსტიუმი. -კოკო შანელი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
gio
Es rchevebi kardashianebis maminatsvalis tu dedinatsvals upro chirdeba dges,mtavaria katsi gaerkvia rom turme qalia!ramdeni Jer kidev gaurkveveli dadis.
21:29 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS