როცა ქმარი სამსახურიდან ბრუნდება, კოცნით გესალმებათ და გკოცნით არა ლოყაზე, არამედ ტუჩებში.
2. კონტაქტი
როცა ის საქმეზე გადის, დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც გეხმიანებათ და გიყვებათ თუ, როგორ მისდის საქმეები, ამბობს, რომ ენატრებით. თუ მას თქვენთან ყოფნა სურს იმაზე ხშირად დაგირეკავთ, ვიდრე ელით და 100 %-ით დარწმუნებულია თქვენში.
3. "მე შენ მიყვარხარ"
თუ ქმარს უყვარხართ, ყოველდღე გიმეორებთ ამას, მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდეთ და გრძნობდეთ ამას. მან იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის.
4. დახმარება
ის მზად არის დაგეხმაროთ
5. ქათინაური
ის გაქებთ. დღის განმავლობაში ხშირად შეამჩნევთ, თუ როგორ აკვირდება ყოველ თქვენს ქმედებასა და მოძრაობას, აინტერესებს როგორ გამოიყურებით. ამჩნევს ყველა თქვენს ნაკლს, მაგრამ ამასთან სიყვარულითაა ბრმა.
6. ნუგეში
როცა სულიერ ტკივილს განიცდით, ის ყოველთვის თქვენს გვერდითაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცხოვრება რთულია და რთულს პერიოდში მეუღლეებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ და ანუგეშონ. ამას მხოლოდ ბედნიერი წყვილი ახერხებს.
7. გულის გადაშლა
როცა ის გიზიარებთ ყველა მის ოცნებასა და განცდას, დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მხარს დაუჭერთ. თუ ჩაკეტილია და არაფერს ამბობს, ეს მხოლოდ ცუდის ნიშანია.
ბედნიერ მამაკაცს არასდროს ეშინია თუ საყვარელი ქალის წინაშე გულუბრყვილო, პატარა ბიჭივით იქცევა. მან იცის, რომ გაუგებენ.
ანა ვერძაძე