22 ივლისი, 2015
გაიგეთ თქვენი ჯანმრთელობის კოდი დაბადების თარიღის მიხედვით
ასტროლოგების აზრით, ჯანმრთელობას დიდ წილად განაპირობებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი. ნუმეროლოგიის სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ ზუსტი გამოთვლა დაბადების თარიღის მიხედვითაა შესაძლებელი.

როგორ გაიგოთ პერსონალური კოდი?

მაგალითად: თუ დაიბადეთ 1966 წლის 5 ივლისს. ციფრები შემდეგნაირად განალაგეთ: 5+7+1+9+6+6 . მიიღებთ 34-ს. 3 + 4 = 7 - სწორედ ეს არის თქვენი კოდი.

მაშ ასე!

როცა თქვენი პერსონალური კოდია 1 - მიდრეკილი ხართ გულისა და თვალის დაავადებებისკენ, აუცილებელია დიეტა, დაკავდით სპორტით და რეგულარულად შეამოწმეთ მხედველობა. სასარგებლოა - თაფლი, ქიშმიში,
ფორთოხალი, ლიმონი, ფინიკი, მჟაუნა, გვირილა, ზაფრანა.. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ელოდეთ შემდეგ ასაკში: 19, 28, 37 და 55 წლები.

თუ კოდი 2-ია!
გაწუხებთ მომნელებელი სისტემის პრობლემები. მიირთვით ყოველთვის დროზე. აუცილებელია ჭამოთ: სალათი, კომბოსტო, კიტრი, ნესვი. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. ჯანმრთელობის ცვლილების პერიოდი: 20, 25, 29, 43, 47, 52 და 65 წლები.

3 - თქვენი სუსტი წერტილი უნებისყოფო ნერვებია. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ბევრს ფიქრობთ სხვებზე და ცოტას საკუთარ თავზე, გამუდმებით უარს ამბობთ დასვენებაზე. ამის გამო სახის კანთან პრობლემები გექმნებათ. გაუფრთხილდით ნერვებს და მიირთვით: კენკრა, ალუბალი, ბარბარისი, მარწყვი, ვაშლი. ცვლილებებს ელოდეთ: 12, 21, 39, 48 და 57 წლებში.

კოდი 4 - ხშირად რთულად დასადგენი დაავადებები ემართებათ. აწუხებთ ანემია, თავის ტკივილები. თქვენთვის სასარგებლოა ფსიქოტროპია და ჰიპნოზი. წამლებისგან კი თავი შორს დაიჭირეთ. რაც შეეხება კვებას, მიირთვით - ისპანახი, სალბი, წითელი ხორცი. ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ: 13, 22, 31, 40, 49 და 58 წლებში.

კოდი 5 - ნევროზი და უძილობა აწუხებთ. დამშვიდდით და დაისვენეთ. მიირთვით: სტაფილო, ძირთეთრა, ზღვის კომბოსტო და ნიგვზეული. მნიშვნელოვანი ასაკი: 14, 23, 41 და 50.

კოდი 6 - ხშირად ავადმყოფობთ გაციებით. ქალებს შესაძლოა მკერდის დაავადებები აწუხებდეთ. ასაკში კი გული აწუხებთ, ამიტომ დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით. მიირთვით: პარკოსნები, ნესვი, ვაშლი, ატამი, ბროწეული, ლეღვი, კაკალი. რთული პერიოდი გელით: 15, 24, 42, 51 და 60 წლებში.

კოდი 7 - მოუსვენარი და ხშირად გაღიზიანებული, მიდრეკილნი არიან მელანქოლიისა და დეპრესიისკენ. მოდუნდით და ჭამეთ - კიტრი, კომბოსტო, ყურძენი, ვაშლი, მჟაუნა და სოკო. ჯანმრთელობას განსაკუთრებით გაუფრთხილდით: 7, 16, 25, 34, 43, 52 და 61 წლებში.

კოდი 8 - კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის პრობლემები გაწუხებთ. ხშირად იტანჯებით თავის ტკივილებით, რევმატიზმით. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, დალიეთ სუფთა წყალი. სასარგებლოა ვეგეტარიანული დიეტები. საფრთხილო წლებია: 17, 27, 35, 44, 53 და 62.

კოდი 9 - ხშირად ემართებათ - ცხელება, წითელა, ჩუტყვავილა. ერიდეთ ინფექციურ დაავადებებს. თქვენთვის სასარგებლოა: ხახვი, ნიორი, პირშუშხა, ჭინჭრის წვენი. ერიდეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს. თქვენთვის მნიშვნელოვანი წლებია: 18, 27, 36, 45 და 63.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS