21 ივლისი, 2015
4 ოქროს წესი როგორ იპოვოთ კარგი სტილისტი გოგონებმა
1. ყურადღება გაამახვილეთ პარიკმახერის გარეგნობაზე, განსაკუთრებით კი მის ვარცხნილობაზე. თუ ვარცხნილობა მოგეწონათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამ საქმის პროფესიონალია.

2. ჰკითხეთ, თუ რას შეცვლიდა ის თქვენში და ნუ გეწყინებათ თუ გაგაკრიტიკებთ. მოუსმინეთ მის რჩევებს და ლამაზმანად გაქცევთ, თუმცა გახსოვდეთ - ნუ დათანხმდებით ყველა შემოთავაზებაზე.

3. იმისათვის, რომ უკეთ გაუგოთ ერთმანეთს აუცილებლად იქონიეთ - სურათი ან გვერდი ჟურნალიდან, სადაც ასახულია, თუ როგორ გსურთ გამოიყურებოდეთ. კარგი სტილისტი შეარჩევს და გეტყვით თუ რომელი ვარიანტია თქვენთვის საუკეთესო.

4. თმის შეჭრის შემდეგ, პარიკმახერს
სთხოვეთ, გასწავლოთ როგორ ატაროთ თმა. შესაძლოა არაჩვეულებრივად შეგჭრათ, მაგრამ არ იცოდეთ მისი სწორად მოვლა.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS