20 ივლისი, 2015
35 სასარგებლო რჩევა, რომელთა შესრულების შემდეგაც თქვენი ცხოვრება დადებითად შეიცვლება
1. დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს;

2. ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ ერთსა და იმავე დროს;

3. იძინეთ არა ნაკლებ 8 საათისა;

4. დაძინებამდე სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და გაანიავეთ ოთახი ძილის წინ 1 საათით მაინც;

5. დღეში მინიმუმ 1500 მლ წყალი მიიღეთ;

6. ეცადეთ ყოველდღიურად ჭამოთ ხილი, ბოსტნეული და კენკრა;

7. ღამით დალიეთ ჭიქა კეფირი;

8. ჩააწყეთ ფეხები ცივ წყალში;

9. არ შეყოვნდეთ ინტერნეტში 1 საათზე მეტ ხანს;

10. სახის ნიღბები გაიკეთეთ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან;

11. ფოტოსურათზე აღბეჭდეთ ზაფხულის ყოველი დღე;

12. დილაობით ირბინეთ;

13. შეიძინეთ სალტე
და ივარჯიშეთ დღეში მინიმუმ 15 წუთს;

14. გაიღიმეთ;

15. ისწავლეთ დღეში მინიმუმ 5 უცხოენოვანი სიტყვა;

16. ყოველდღე დაალაგეთ თქვენი ოთახი, მოისროლეთ უსარგებლო ნივთები და მორწყეთ საყვარელი
მცენარეები;

17. გაიწმინდეთ სახე გვირილას გაყინული ნახარშით (ან ყინულის ნატეხებით);

18. დაივიწყეთ სწრაფი კვების ობიექტები;

19. დაკავდით მედიტაციით - უბრალოდ მოდუნდით, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და არაფერზე იფიქროთ;

20. ეცადეთ ყოველდღიურად გაიგოთ და ისწავლოთ რაღაც ახალი;

21. იკითხეთ. თუნდაც დღეში 10-15 ფურცელი;

22. დაუთმეთ მშობლებს თუნდაც ერთი საათი. დაეხმარეთ სახლის საქმეებში, ესაუბრეთ, გაიგეთ მათი
პრობლემები და მიეცით რჩევები;

23. უთხარით ადამიანებს კომპლიმენტები;

24. ყურადღება მიაქციეთ საუბრის მანერას და ნუ გამოიყენებთ უცენზურო სიტყვებს;

25. აკეთეთ კეთილი საქმე;

26. მოუარეთ თავს - გაიკეთეთ სახის პილინგი და ხშირად დაიტენიანეთ სხეული;

27. მოისროლეთ კოსმეტიკური საშუალებები. ზაფხულობით მაინც მიეცით კანს სუნთქვის საშუალება;

28. დაიზეპირეთ ლამაზი ლექსები, განტვირთვისთვის;

29. იარეთ წინ. ყურადღება მიაქციეთ სხეულის ჭერის მანერას;

30. მოიშორეთ ცუდი ჩვევები;

31. გახდით ვეგეტარიანელი თუნდაც ერთი თვით. იქნებ მოგეწონოთ;

32. დღიურში ჩაიწერეთ თქვენი წარმატებები;

33. დაზოგეთ ფული;

34. დაკავდით იოგით;

35. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე - და აუცილებლად აგიხდებათ ყველაფერი!

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Lali
kargi rcevebia.momecona
16:26 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS