Mikoh:
დები მილერების ბრენდი
Mikoh-ის ძირითადად საცურაო კოსტიუმებსა და საზღვაო სამოსს მოიცავს.
Mikoh-ის კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა - ნათელი და ექსტრავაგანტული მოდელების კლასიკურთან შერწყმაა.

Malia Mills
დიზაინერი მალია მილზი
დაიბადა ჰავაის შტატ გონოლულუში. მან აისრულა ოცნება და შექმნა Malia Mills ბრენდი. მისი საცურაო კოსტიუმები შექმნილია ყველა ტიპის ფიგურისთვის. ეს ბრენდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საცურაო კოსტიუმი ზედა და ქვედა საცვლებად დაყო და მომხმარებელს საშუალება მისცა თავად შეერჩია იდეალური კომპლექტი.
Mara Hoffman
Mara Hoffman-ის საცურაო კოსტიუმების ცნობადი დიზაინი, გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ნათელი ფერებით. მისი დეტალური გრაფიკული ტიპის ნამუშევრები და მძაფრი ფერები ულამაზესი ზღვის სანაპიროს სურათს ქმნის.
Lisa Marie Fernandez
ლიზა მარი ფერნანდესის მოულოდნელი წარმატების საიდუმლო მისი განუმეორებელი სტილი აღმოჩნდა, რომელიც გამოკვეთავს სხეულის ლამაზ ფორმებს და მიმზიდველ სილუეტს ქმნის. ეს კოსტიუმები "ბებიის" დროინდელ ძველ სტილს მოგაგონებთ, თუმცა მოდერნიზებული და საოცრად დახვეწილია.
Ephemera
ნიკოლ ბანინგის ბრენდის Ephemera-ს საცურაო კოსტიუმები გამოირჩევა მონოქრომული ფერთა გამით. მკაცრი ხაზითა და ნაკლები დეტალების წყალობით Ephemera-ს საცურაო კოსტიუმები ნებისმიერი ტიპის სხეულს ამშვენებს.
Flagpole Swim
საცურაო კოსტიუმების კიდევ ერთი წამყვანი - ამერიკული ბრენდი - Flagpole Swim გახლავთ.
ის წარსულის გადმონაშთია და ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვეობას. ეს სტილი 50-60-იან წლებს მოგაგონებთ.

ანა ვერძაძე