20 ივლისი, 2015
წლევანდელი ზაფხულის ყველაზე მოდური საცურაო კოსტიუმები მსოფლიო ბრენდებისგან
Mikoh:

დები მილერების ბრენდი Mikoh-ის ძირითადად საცურაო კოსტიუმებსა და საზღვაო სამოსს მოიცავს.
Mikoh-ის კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა - ნათელი და ექსტრავაგანტული მოდელების კლასიკურთან შერწყმაა.

RatingRating









































Malia Mills

დიზაინერი მალია მილზი
დაიბადა ჰავაის შტატ გონოლულუში. მან აისრულა ოცნება და შექმნა Malia Mills ბრენდი. მისი საცურაო კოსტიუმები შექმნილია ყველა ტიპის ფიგურისთვის. ეს ბრენდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საცურაო კოსტიუმი ზედა და ქვედა საცვლებად დაყო და მომხმარებელს საშუალება მისცა თავად შეერჩია იდეალური კომპლექტი.
Rating

















Mara Hoffman

Mara Hoffman-ის საცურაო კოსტიუმების ცნობადი დიზაინი, გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ნათელი ფერებით. მისი დეტალური გრაფიკული ტიპის ნამუშევრები და მძაფრი ფერები ულამაზესი ზღვის სანაპიროს სურათს ქმნის.
Rating

















Lisa Marie Fernandez

ლიზა მარი ფერნანდესის მოულოდნელი წარმატების საიდუმლო მისი განუმეორებელი სტილი აღმოჩნდა, რომელიც გამოკვეთავს სხეულის ლამაზ ფორმებს და მიმზიდველ სილუეტს ქმნის. ეს კოსტიუმები "ბებიის" დროინდელ ძველ სტილს მოგაგონებთ, თუმცა მოდერნიზებული და საოცრად დახვეწილია.
Rating




















Ephemera

ნიკოლ ბანინგის ბრენდის Ephemera-ს საცურაო კოსტიუმები გამოირჩევა მონოქრომული ფერთა გამით. მკაცრი ხაზითა და ნაკლები დეტალების წყალობით Ephemera-ს საცურაო კოსტიუმები ნებისმიერი ტიპის სხეულს ამშვენებს.






Rating
























Flagpole Swim

საცურაო კოსტიუმების კიდევ ერთი წამყვანი - ამერიკული ბრენდი - Flagpole Swim გახლავთ.
ის წარსულის გადმონაშთია და ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვეობას. ეს სტილი 50-60-იან წლებს მოგაგონებთ.
Rating















ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS