19 ივლისი, 2015
11 ფაქტი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს იმისთვის რომ შვილი გააბედნიეროს
გამოცდების ჩაბარებასა და მუშაობაზე უფრო რთული იცით რა შეიძლება იყოს? ბავშვის აღზრდა. ყველა მშობელს სურს შვილი გააბედნიეროს, ზოგიერთი ამისთვის საჩუქრებს ყიდულობს, სხვები კი ალერსსა და თბილ სიტყვებს ამჯობინებენ. ამ სტატიაში წაიკიტხავთ რას გირჩევენ ფსიქოლოგები.

1. მოუსმინეთ შვილებს

მშობლებს ჰგონიათ, რომ მოსმენის კულტურა აქვთ, სინამდვილეში ისინი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ შვილებთან საუბრისას, მაგალითად ბავშვს წინადადებას აწყვეტინებენ და თავის აზრს ეუბნებიან ან აჩუმებენ და შეხედულების დაფიქსირების საშუალებას არ აძლევენ. როცა შვილი გელაპარაკებათ უყურეთ თვალებში, პარალელურ რეჟიმში არ იმესიჯოთ
ან არ ითამაშოთ კომპიუტერული თამაშები. თუ არ გთხოვენ რჩევის მიცემას ნუ მიეძალებით. მარტო იმიტომ ნუ დაიწუნებთ შვილის აზრებს, რომ თქვენსას არ ემთხვევა.

2. უფლება მიეცით შეცდომები დაუშვას

როცა ბავშვს სათამაშო ხელიდან უვარდება და უტყდება, ცდილობს ახალ თოჯინას ან ტანკს უფრო გაუფრთხილდეს. მიეცით შვილებს საშუალება საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ.

3. გაატარეთ მასთან ერთად დრო

სულერთია სად ცხოვრობთ, დიდი ქალაქის ცენტრში თუ პერიფერიაში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ბუნება. ისეირნეთ ველოსიპედით, როლიკებით, ფეხით, იარეთ პიკნიკებზე, ეს დაგაახლოვებთ შვილებთან. კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი სახის გართობა ბავშვს მობილიზებულს ხდის და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას ასწავლის.

4. ასწავლეთ მადლიერების გრძნობა

მადლიერება არის უმოკლესი გზა ბედნიერებისკენ! ბავშვმა უნდა დააფასოს ის, რაც აქვს და ამას თქვენგან ისწავლის. მდიდარია არა ის, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის ვინც კმაყოფილია იმით რაც გააჩნია.

5. მომართეთ მათი გონება პოზიტიურად

ადამიანების გონება უცნაურად არის მოწყობილი, თუ დღეში ხუთი სასიამოვნო მოვლენა მოხდა, ხოლო 2 კონფლიქტი ან გაურკვევლობა, ჩვენ წარუმატებლობებზე ვფიქრობთ და ბედნიერი წუთები იშვიათად გვახსენდება. საღამოს ან ძილის წინ შვილს ყურადღება გაამახვილებინეთ სასიხარულო ფაქტებზე.

6. გაერთეთ შვილთან ერთად!

მერე რა რომ დიდი ხართ? ეთამაშეთ მას ომობანა, ფეხბურთი, კალათბურთი, დაჭერობანა, დამალობანა, ვიდეოთამაშები, იწუწავეთ...

7. დაანახეთ რომ გიყვართ და შეაყვარეთ მთელი სამყარო!

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შვილს ჩაეხუტოთ, მაგრამ საჭიროა სწორად შეარჩიოთ დრო. ადრე მშობლები შვილებს ძილში ეფერებოდნენ. საჭიროა ბავშვმა დაინახოს რომ სითბოს გამოხატავთ. ასევე იყავით მოსიყვარულე ოჯახის სხვა წევრების მიმართ. ბავშვი ოჯახის სარკეა.

8. მიეცით ფრთები და უყურეთ როგორ დაფრინავს!

მშობლები ცდილობენ შვილები მიწასთან მიაჯაჭვონ, სინამდვილეში ბავშვმა უნდა იფანტაზიოროს, იოცნებოს, მიზნები დაისახოს. ოდესღაც ტელევიზორისა და კომპიუტერის არსებობაც წარმოუდგენელი იყო! იქნებ თქვენი შვილი მომავალი გენიოსია?!

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS